პალეოენდემები (პალეო... და ენდემები) — მცენარეთა და ცხოველთა ენდემური სახეობები (ან გვარები), რომლებიც მხოლოდ გარკვეული ქვეყნისათვის (ოლქისათვის) არის დამახასიათებელი, ხშირად აღმოცენდება ამ ქვეყანაში და აქევე ხანგრძლივად არსებობს. ხშირად არ არის ნათესაურად დაკავშირებული გარემომცველი ფლორის (ფაუნის) სხვა წარმომადგენლებთან. პალეოენდემებია შიშველთესლოვანი მცენარე გინკგო — წინანდელი ვრცელი ჯგუფის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელიც შემორჩენილია აღმოსავლეთ აზიაში. რუსული მთიხვიმესამეულ პერიოდში ფართოდ გავრცელებული ცხოველი, ამჟამად ბინადრობს ვოლგისა და დონის აიზებში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება