პავლე ხუჭუა (დ. 16 ივლისი, 1905, ბაქო9 დეკემბერი, 1986, თბილისი) — ქართველი მუსიკათმცოდნე, საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1959).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1930 წელს დაამთავრა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია. 1937–1938 წლებში იყო ქუთაისის სამუსიკო სასწავლებლის და სკოლის დირექტორი; 1937-1976 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ლექტორი; 1938 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი, 1938–1939 წლებში სასწავლო და სამეცნიერო ნაწილის დირექტორის მოადგილე, 1939–1945 წლებში თეორიულ–საკომპოზიციო ფაკულტეტის დეკანი, 1980 წლიდან პროფესორი; 1941–1945 წლებში საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის დირექტორი; 1945–1956 წლებში იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის, კინოსკოლისა და თეატრალური უნივერსიტეტის პედაგოგი.

ავტორია ნაშრომებისა „ანდრია ყარაშვილი“ (1946), „მელიტონ ბალანჩივაძე“ (1950), „ა. მაჭავარიანის ბალეტი „ოტელო““ (1958), „შ. თაქთაქიშვილი“ (1962), „მ. თარხნიშვილი“ (1962), „ზ. ფალიაშვილი“ (1974), „დ. არაყიშვილი“ (1979); არის შემდგენელი და რედაქტორი წიგნებისა და სანოტო კრებულებისა (1960, „ია კარგარეთელი. რომანსები“, 1970, გრამფირფიტების ანთოლოგია „საქართველო ხალხურ სიმღერებში“).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება