ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

პავლე ჩერენკოვი (რუს. Па́вел Алексе́евич Черенко́в; დ. 28 ივლისი, 1904 — გ. 6 იანვარი, 1990) — რუსი ფიზიკოსი, 1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ჩერენკოვის რადიაციის აღმოჩენისათვის[11].

პავლე ჩერენკოვი
რუს. Павел Алексеевич Черенков
დაბ. თარიღი 28 ივლისი, 1904(1904-07-28)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბ. ადგილი Novaya Chigla, ვორონეჟის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 6 იანვარი, 1990(1990-01-06)[7] [8] [1] [2] [3] [5] (85 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო[6]
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 სსრკ
საქმიანობა ბირთვული ფიზიკოსი, გამომგონებელი და ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, მოსკოვის ენერგეტიკული ინსტიტუტი და ბირთვული კვლევის ეროვნული უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ვორონეჟის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
მეუღლე Maria Putintseva
ჯილდოები სტალინური პრემია, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, ნობელის პრემია ფიზიკაში[9] [10] , შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 30 წლისთავის“ საიუბილეო მედალი, 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გამარჯვების 40 წლისთავის“ საიუბილეო მედალი და მოსკოვის 800 წლისთავის მედალი

ბიოგრაფია

რედაქტირება

პავლე ალექსის ძე ჩერენკოვი დაიბადა 1904 წლის 28 ივლისს ვორონეჟის ოლქის სოფელ ნოვაია ჩიგლაში. საშუალო სასწავლებლის დასრულების შემდგომ იგი შევიდა ვორონეჟის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. ეს ფაკულტეტი მან 1928 წელს დაამთავრა. შემდგომ მან მუშაობა დაიწყო სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში. 1935 წელს ჩერენკოვიმ დაამთავრა ასპირანტურა და საკანდიდატო ხარისხი დაიცვა, რის შემდეგ გადავიდა სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. 1959 წლიდან განაგებდა ამავე უნივერსიტეტის ფოზომეზონურ განყოფილებას.

მოღვაწეობა

რედაქტირება

ჩერენკოვის მეცნიერული მოღვწეობა იწყება 1932 წლიდან. პირველივე ნაშრომში ჩერენკოვმა გამოავლინა საკუთარი თავი. მან დაადგინა, რომ გამა-გამოსხივებით გამოწვეული ლუმინესცენცია ყველა თავისი თვისებით იდენტურია ფოტოაღგზნებით გამოწვეული ლუმინესცენციისა და რომ მისი წარმოშობის მიზეზია ის ელექტრონები, რომლებიც ხსნარში წარმოიშობა გამა-გამოსხივების კომპტონური გაბნევისას. ამ კვლევის პერიოდში მან აღმოაჩინა მოვლენა, რომელსაც შემდგომში „ჩერენკოვ-ვავილოვის ეფექტი“ ეწოდა. ჩერენკოვ-ვავილოვის ეფექტი ეწოდება გარემოში მოძრავი ელექტრონების გამოსხივებას, რომელსაც ამ ელექტრონის სიჩქარე აღემატება სინათლის ტალღის გავრცელების სიჩქარეს ამავე გარემოში.

ჩერენკოვმა თავისი პირველი ცდები 1934 წლიდან დაიწყო და გაგრძელდა 1938 წლამდე. მის მიერ ჩატარებული ცდები გამოირჩეოდა სიმარტივით და შედეგის კარგი თანხვდენით თეორიასთან. ჩერენკოვის ეფექტის შესწავლა შეწყდა მეორე სამამულო ომის წლებში და 1951 წლიდან განახლდა. ამ წელს ჩერენკოვის ეფექტმა დიდი პრაქტიკული გამოყენება პოვა, რის გამოც 1958 წელს ჩერენკოვს ორ ფიზიკოსთან ერთად ნობელის პრემია მიენიჭათ. ამ ეფექტს არანაირი მნიშვნელობა არ ექნებოდა ფიზიკისა და ტექნიკისათვის, რომ არ შეექმნათ ფოტოელექტრული მამრავლი (ხელსაწყო). ამ ხელსაწყოს გამოყენებით შესაძლებელი იყო განხორციელებულიყო ელექტონების გამრავლება მეორადი ელექტრონული ემისიის ხარჯზე. აღსანიშნავია, რომ ფოტოელექტრული მამრავლების შექმნამმნიშვნელოვნად გაზარდა მთვლელების მგრძნობიარობა. ამ მდგომარეობასმ 40-ანი წლების ფიზიკოსებს ფიზიკოსებს ბიძგი მისცა შეექმნათ დამუხტული ნაწილაკების პირველი მთვლელი. ეს მთვლელი გამოირჩეოდა სწრაფი ანგარიჩით: მას შეეძლო ეწარმოებინა არა მარტო ნაწილაკების რეგისტრაცია, არამედ განესაზღვრა მათი სიჩქარე 0.14% სიზუსტით.

1936 წლიდან ჩერენკოვმა დაიწყო ახალი ცდების სერია. ჩერენკოვი იყენებდა გამა-გამოსხივების წყაროს და წყალს, რის საფუძველზეც სწავლობდა მაგნიტური ველის გავლენას გამოსხივების სიკაშკაშეზე. ცდების შედეგად მან დაადგინა, რომ ნათება გამოწვეული იყო არა უშუალოდ გამა-გამოსხივებით, არამედ მეორადი კომპტონ-ელექტრონებით, რომლებიც გარემოში წარმოიქმნება. 1937 წელს ჩერენკოვმა ორი ცდა განახორციელა, რის შედეგადაც გაარკვია, რომ მსგავსი მოვლენა შეინიშნება ბეტა-სხივებითაც.

ჩერენკოვი იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი, მშვიდობის დაცვის კომიტეტის წევრი პრეზიდიუმის წევრი, ნობელის პრემიის ლაურეატი, ევროპის უშიშროების საბჭოთა კომიტეტის წევრი, მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის პროფესორი, ლენინისა და სხვა ორდენების კავალერი.

პავლე ჩერენკოვი გარდაიცვალა 1990 წლის 6 იანვარს, მოსკოვში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 261-265, თბ., 1980.
  • П. А. Черенков, Видимое свечение чистых жидкостей под действиемы гамма-радиации. Докл. АН СССР, 1934, т. 2, №8.
  • Дж. Джелли, Черенковское излучение, М., 1960.
  1. 1.0 1.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  2. 2.0 2.1 Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  3. 3.0 3.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  4. Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedijaLZMK, 1999. — 9272 გვრ.
  5. 5.0 5.1 Munzinger Personen
  6. 6.0 6.1 Find a Grave — 1996.
  7. Kojevnikov A. Encyclopædia Britannica
  8. SNAC — 2010.
  9. The Nobel Prize in Physics 1958Nobel Foundation.
  10. Table showing prize amountsNobel Foundation, 2019.
  11. Chudakov, Alexander E. (December 1992). "Obituary: Pavel Alexeyevich Cherenkov". . Physics Today. 45 (12): 106–107. Biblcode 1992PhT....45l.106C doi:10.1063/1.2809928 rchived from the original დაარქივებული 2013-10-04 საიტზე Wayback Machine. on 2013-10-04.