პავლე ოსიპის ძე სუხოი (რუს. Сухой, Павел Осипович) (დ. 22 ივლისი [ ძვ. სტ. 10 ივლისი], 1895, სოფ. გლუბოკოე, ახლანდელი ვიტებსკის ოლქი — გ. 15 სექტემბერი, 1975, მოსკოვი) — საბჭოთა ავიაკონსტრუქტორი, ორგზის სოციალისტური შრომის გმირი (1957, 1965), ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1940), გენერალური კონსტრუქტორი (1956).

პავლე სუხოი

ანდრია ტუპოლევის საერთო ხელმძღვანელობით შექმნა გამანადგურებლები: ი-4 (1926-1927) და ი-14 (1932-1934). კონსტრუქტორია თვითმფრინავებისა : რდ (ანტ-25) და „როდინა“ (ანტ-37). შექმნა მრავალმიზნობრივი საბრძოლო თვითმფრინავი სუ-2. 1939 წლიდან იყო საცდელი საკონსტრუქტორო ბიუროს მთავარი კონსტრუქტორი. 1942-1943 წლებში შექმნა ჯავშნიანი მოიერიშე სუ-6. სუხოი რეაქტიული და ზებგერითი ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან დაამუშავა რეაქტიული თვითმფრინავების კონსტრუქციები: სუ-9, სუ-15 და სხვა. ისრისებრ- და სამკუთხედფრთიანი ზებგერითი გამანადგურებლები. სუხოის კონსტრუქციის თვითმფრინავებით (ტ-431 და ტ-405) დამყარებულია სიმაღლის 2 მსოფლიო რეკორდი (1959, 1962) და სიჩქარის 2 მსოფლიო რეკორდი (1960, 1962). სსრკ V—VIII მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. მინიჭებული აქვს ლენინური პრემია (1968) და სსრკ სახელმწიფო პრემიები (1943, 1975, სიკვდილის შემდეგ). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 4 სხვა ორდენითა და მედლებით.

ლიტერატურა

რედაქტირება