პაველ პავლიკოვსკი
პაველ ალექსანდერ პავლიკოვსკი (პოლ. Paweł Aleksander Pawlikowski; დ. 15 სექტემბერი, 1957, ვარშავა, პოლონეთი) — პოლონელი კინორეჟისორი. ცხოვრობს და მუშაობს გაერთიანებულ სამეფოში. აღიარება მოიპოვა დოკუმენტური (1990-იანები) და მხატვრული ფილმებით, მათ შორის „ჩემი სიყვარულის ზაფხული“. მისმა ფილმმა, „იდა“, 2015 წელს ოსკარი მოიპოვა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში. 2018 წელს პავლიკოვსკიმ კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის პრიზი დაიმსახურა თავისი ფილმისთვის „ცივი ომი“.
პაველ პავლიკოვსკი | |
---|---|
დაიბადა | 15 სექტემბერი, 1957 ვარშავა, პოლონეთი |
ეროვნება | პოლონელი |
განათლება | ოქსფორდის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | რეჟისორი |
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაპავლიკოვსკი 1957 წლის 15 სექტემბერს ნახევრად ებრაელების ოჯახში დაიბადა (მამის მხრიდან მისი ბებია აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში დაიღუპა). მან თავისი ბავშვობის უმეტესი ნაწილი ვარშავაში გაატარა. 1971 წელს, მისი მშობლების განქორწინების შემდეგ, პავლიკოვსკიმ პოლონეთი დატოვა და დედამისთან ერთად ინგლისში გადავიდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში ლიტერატურისა და ფილოსოფიის სწავლის შემდგომ პავლიკოვსკი კინემატოგრაფით დაინტერესდა.
კინო-კარიერა
რედაქტირება1980-იანებში პავლიკოვსკიმ ბრიტანულ სატელევიზიო სივრცეში დაიწყო მუშაობა. მისი ადრეული დოკუმენტური ფილმებიდან რამდენიმე BBC-ს მიერ იყო დაფინანსებული, მათ შორის არის „მოსკოვიდან პიეტუშკამდე“ (1990), რომელიც რუსი მწერლისა და სატირიკოსის, ვენედიქტ იეროფიევის შესახებ მოგვითხობს.
პავლიკოვსკიმ 2000 წელს თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოუშვა, სახელწოდებით „ბოლო იმედი“. 2004 წელს მან შემდეგი ფილმი „ჩემი სიყვარულის ზაფხული“ იორკშირში მცხოვრებ ორ გოგოს შორის არსებულ რომანტიკულ ურთიერთობაზე გადაიღო. ფილმს 2005 წელს ალექსანდერ კორდას ჯილდო გადაეცა საუკეთესო ბრიტანული ფილმისთვის.
2006 წელს მის ცოლს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. რამდენიმე თვეში ის გარდაიცვალა, ხოლო პავლიკოვსკი კინემატოგრაფს ხუთი წლის განმავლობაში არ დაბრუნებია. დაბრუნების შემდეგ მან ფსიქოლოგიური თრილერი გადაიღო, სახელწოდებით „ქალი მეხუთე რაიონიდან“ (2011). ფილმმა პოზიტიური შეფასებები დაიმსახურა. 2013 წელს გამოუშვა „იდა“, ფილმი გვიყვება კათოლიკე მონაზვნის ისტორიას, რომელიც იგებს, რომ იგი ებრაელია. „იდა“ პირველი პოლონური ფილმია, რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო უცხოური ფილმის კატეგორიაში (2015).
2018 წელს გამოვიდა „ცივი ომი“, რომელიც შთაგონებული იყო მისი მშობლების ურთიერთობით. ფილმი საზოგადოებამ და კრიტიკოსებმა კარგად მიიღეს, ხოლო პავლიკოვსკი კანის კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.[1]
ფილმოგრაფია
რედაქტირებაწელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1990 | ფ | მოსკოვიდან პიეტუშკამდე ბენი იეროფიევთან ერთად | From Moscow to Pietushki with Benny Yerofeyev | რეჟისორი, სცენარისტი |
1991 | ფ | დოსტოევსკის მოგზაურობები | Dostoevsky's Travels | რეჟისორი, სცენარისტი |
1992 | ფ | სერბიული თქმულებები | Serbian Epics | რეჟისორი, სცენარისტი |
1994 | ფ | გასეირნება ჟირინოვსკისთან ერთად | Tripping with Zhirinovsky | რეჟისორი, სცენარისტი |
2000 | ფ | ბოლო იმედი | Last Resort | რეჟისორი, სცენარისტი |
2004 | ფ | ჩემი ზაფხულის სიყვარული | My Summer of Love | რეჟისორი, სცენარისტი |
2011 | ფ | ქალი მეხუთე რაიონიდან | The Woman in the Fifth | რეჟისორი, სცენარისტი |
2013 | ფ | იდა | Ida | რეჟისორი, სცენარისტი |
2018 | ფ | ცივი ომი | Cold War | რეჟისორი, სცენარისტი |