პადიელანტის ეროვნული პარკი
პადიელანტა (შვედ. Padjelanta) — ეროვნული პარკი ჩრდილოეთ შვედეთში, ნორბოტენის ლენში. შეიქმნა 1963 წელს და უდიდესია შვედეთის ეროვნულ პარკებს შორის ფართობით 1 984 კმ². ასევე მოიცავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს — ლაპონიას.
პადიელანტის ეროვნული პარკი | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | შვედეთი |
კოორდინატები | 67°22′ ჩ. გ. 16°48′ ა. გ. / 67.367° ჩ. გ. 16.800° ა. გ. |
ფართობი | 1 984 კმ²[1] |
დაარსდა | 1963 წ [1] |
მმართველი ორგანო | შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო |
პარკს დასავლეთით ნორვეგია ესაზღვრება. ძირითადად შედგება ორი დიდი ტბის ვასტენიავრესა და ვირიჰავრეს გარშემო გადაჭიმული ვრცელი პლატოსაგან. ამ ტბებს ხშირად მოიხსენიებენ როგორც „ყველაზე ლამაზებს შვედეთის ტბებს შორის“. ლანდშაფტი საოცრად ბრტყელი და გახსნილია, მეზობლად მდებარე სარეკის ეროვნული პარკისგან განსხვავებით, რომელიც ძირითადად მთაგორიანია. პარკის თითქმის მთლიანი ტერიტორია ტყის ხაზს ზემოთ მდებარეობს, მიუხედავად ამისა, ფლორის მრავალფეროვნება ექსტრემალურად მაღალია. აღწერილია 400 სახის მცენარე. ასევე მრავალფეროვანია ფაუნა.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2009-04-04 საიტზე Wayback Machine.
- Badjelánnda Laponia Turism Information about the cottage sites in the park (Swedish/German)
- Norbottensfjällen from the County Administration of Norrbotten
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Padjelanta National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-04. ციტირების თარიღი: 2009-02-26.