სარეკის ეროვნული პარკი

სარეკის ეროვნული პარკი (შვედ. Sareks nationalpark) — ეროვნული პარკი შვედეთში, ლაპლანდიის პროვინციაში, იოკმოკის მუნიციპალიტეტში. ესაზღვრება სტორა-სიეფალეტისა და პადიელანტის ეროვნულ პარკებს. პარკი პოპულარულია მოგზაურთა და მთამსვლელთა შორის, მაგრამ არაშესაფერისია დამწყებთათვის. დაარსდა 1909 წელს და ერთ-ერთი უძველესია ევროპაში.

სარეკის ეროვნული პარკი

Sareks nationalpark

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა შვედეთის დროშა შვედეთი
კოორდინატები 67°17′ ჩ. გ. 17°42′ ა. გ. / 67.283° ჩ. გ. 17.700° ა. გ. / 67.283; 17.700
ფართობი 1 970 კმ²[1]
დაარსდა 1909 წ [1]
მმართველი ორგანო შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო
პარკის მდებარეობა შვედეთის ტერიტორიაზე, აღნიშნულია ციფრით 5

ეროვნულ პარკს უხეში წრიული ფორმა აქვს საშუალოდ 50 კმ დიამეტრით. პარკში ასევე არის მონიშნული ბილიკები და მხოლოდ ორი ხიდი, მაგრამ არაა არანაირი საცხოვრებელი. გარდა ამისა, ეს ტერიტორია მთელ შვედეთში ყველაზე წვიმიანია, რაც მოგზაურებს გარემო პირობებზე დამოკიდებულს ხდის. პარკში დაუთვლელი, უცნობის რაოდენობის ნაკადულია, რომლებზე გადასვლაც გამოცდილების გარეშე სახიფათოა.

მდინარე რაპას დელტა ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაცად მიიჩნევა, რომლის გაყინული ხეობის ხედიც სკიეფრეს მთიდან იშლება.

პარკში არსებული ზოგიერთი მთის სიმაღლე 2 000 მეტრს აღწევს, მაგალითად, შვედეთის 13 უმაღლესი, 2 000 მეტრზე მაღალი მწვერვალიდან 6 სარეკის ეროვნული პარკის საზღვრებში მდებარეობს.

ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე მდებარეობს პორტეს ობსერვატორია, რომელიც ადრეულ 1900-იან წლებში აშენდა.

საერთო კამში, პარკში სულ 100 მყინვარია.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Sarek National Park. Naturvårdsverket. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-22. ციტირების თარიღი: 2009-02-26.