ოშაკანი (სომხ. Օշական) — სოფელი სომხეთში, არაგაწოტნის პროვინციაში, აშტარაკიდან სამხრეთით 4 კმ-ზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 020 მეტრზე. 2008 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 5 815 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე 343 ადამიანი კმ²-ზე. ფართობი 16.96 კმ²-ია.

სოფელი
ოშაკანი
Օշական
ქვეყანა სომხეთის დროშა სომხეთი
პროვინცია არაგაწოტნი
კოორდინატები 40°15′48″ ჩ. გ. 44°18′53″ ა. გ. / 40.26333° ჩ. გ. 44.31472° ა. გ. / 40.26333; 44.31472
პირველი ხსენება მე-4 საუკუნე
ფართობი 16.96 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1 020
ოფიციალური ენა სომხური ენა
მოსახლეობა 5 815 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 343 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
ოფიციალური საიტი http://oshakan.weebly.com/
ოშაკანი — სომხეთი
ოშაკანი

ოშაკანს პირველად მოიხსენიებს ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდი IV საუკუნის ამბების თხრობის დროს. ამ პერიოდში იგი იყო არშაკიდების სამფლობელო. ისტოიკოსი აღწერს 336 წლის ბრძოლას სპარსელებსა და სომხებს შორის, რომელიც გაიმართა ამ სოფელში. ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისათვის, სომხეთის მეფე ხოსროვ III-მ ოშაკანი ვაჰან ამატუნს გადასცა. ამატუნების ინიციატივით აქ დაკრძალეს მესროპ მაშტოცი. 442 წელს მის საფლავზე ააშენეს გუმბათოვანი ეკლესია.

სოფლის ტერიტორიაზე არის აღმოჩენილი უფრო ადრეული პერიოდის ნაშთები. დიდის ბორცვზე აღმოჩენილია ძვ. წ. VII-VI საუკუნის დროინდელი ურარტუული ციხესიმაგრის ნაშთები, რომლის ფართობია 0,25 ჰა. ციხესიმაგრე აშენებულია დიდი ქვებით. გათხრილია სასახლის 40 ოთახი. აღმოჩენილია სამლოცველოს ნაშთები, ქვისა და ძვლისაგან დამზადებული კერამიკის ნიმუშები, ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთები. ციხესიმაგრეზე ასევე აღმოჩენილია ძვ. წ. IV საუკუნეში ცხოვრების კვალი, რაც ამ ციხესიმაგრის საუკუნეების მანძილზე დასახლებას ადასტურებს.

მდინარე ქასაღის ნაპირებზე აღმოჩენილია რამდენიმე ნეკროპოლისი, მათ გარშემო კი მრავალი ხაჩკარი.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ოშაკანის ცენტრში მდებარეობს მესროპ მაშტოცის სახელობის ეკლესია, რომელიც 1875-1879 წლებში გევორქ IV-ის მიერაა აშენებული ვაჰაან მატუნის მიერ V საუკუნეში დაარსებული ძველი ეკლესიის ადგილზე. ეკლესიის საკურთხევლის ქვეშ დაკრძალულია მესროპ მაშტოცი. 1960 წელს ტაძრის შიდა ნაწილი მოიხატა. ეკლესიას აღმოსავლეთის მხრიდან მიდგმული აქვს სამრეკლო იგი სომხეთში ერთდერთია, როგორც ეკლესიის მიმართ თავისი მდებარეობით (იგი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს), ასევე თავისი ცილინდრისებული ფორმით. ეკლესიის ეზოში მდებარეობს ანბანის ბაღი, სადაც სომხური ანბანის ყველა ასოს ადამიანის სიმაღლის ქანდაკება დგას. ყოველ წელს სომხეთის სხვადასხვა კუთხიდან მოჰყავთ პირველკლასელები ანბანის პირველი ასოს შესწავლის პერიოდში.

ოშაკანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ადგილზე, რომელსაც ეწოდება „მანკანოცი“, მდებარეობს წმინდა სიონის სახელობის VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, რომელიც აშენებულია ვარდისფერი ტუფისაგან.

ოშაკანში არის ადრეული შუა საუკუნეების (VII-VIII სს.) მონუმენტი, რომელიც ლეგენდის თანახმად ითვლება იმპერატორ მავრიკიოსის ან დედამისის საფლავად.

ოშაკანში და მის გარშემო მდებარეობს სურბ თადეოზ არაქელის, სურბ-გრიგოლის, სურბ-სარქისის, სურბ-ასტვაწაწინის, ტუხ-მანუქის (XIII ს.) სამლოცველოები. ოშაკანის სამხრეთით მდინარე ქასაღზე, კათოლიკოსმა ნააპეტმა 1706 წელს წითელი ტუფისაგან ააგო ხიდი.

სოფელში ასევე შემონახულია მთელი რიგი სომხეთის მონუმენტალური ხელოვნების ნიმუშები[1][2][3][4][5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ошакан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-14. ციტირების თარიღი: 2015-08-24.
  2. Село Ошакан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-06. ციტირების თარიღი: 2015-08-24.
  3. Armenia Country Attractions — Welcome to Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-11-10. ციტირების თარიღი: 2015-08-24.
  4. Ошакан, могила Св. Месропа Маштоца : Imega Tour and Travel — tour operator in Armenia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-08-24.
  5. Armenia Travel Guide — ОШАКАН. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-23. ციტირების თარიღი: 2015-08-24.