ოღასკურა
მდინარე საქართველოში, იმერეთის მხარეში
ოღასკურა იგივე ოღასყურა[1][2] — მდინარე დასავლეთ საქართველოში, მდ. გუბისწყლის შენაკადი. სათავეს იღებს სათაფლიის მთის სამხრეთ კალთებზე, კვეთს ქალაქ ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს, გადის „ავტოქარხნის“ დასახლებაში (უმეტესად ხელოვნურ კალაპოტში), შემდეგ სოფ. ფარცხანაყანევში და ერთვის მდ. გუბისწყალს სოფ. მიწაწითელთან, ქუთაისიდან 3-4 კმ-ში. სიგრძე 22 კმ. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებითა და გრუნტის წყლებით. უხვი ნალექის შემთხვევაში ახასიათებს წყალმოვარდნა, რაც ქმნის ქუთაისის მჭიდროდ დასახლებული უბნების ქუჩების დატბორვის საშიშროებას. ქალაქის ფარგლებში მდინარის კალაპოტი ძლიერ დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო, სამშენებლო და სხვა სახის ნარჩენებით.
ოღასკურა | |
---|---|
სხვა სახელი | ოღასყურა |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეულები | იმერეთის მხარე |
ქალაქები | ქუთაისი |
სათავე |
სათაფლიის კარსტული მღვიმეები 42°18′21″ ჩ. გ. 42°40′35″ ა. გ. / 42.305861° ჩ. გ. 42.676417° ა. გ. |
შესართავი |
გუბისწყალი 42°14′38″ ჩ. გ. 42°30′22″ ა. გ. / 42.244028° ჩ. გ. 42.506250° ა. გ. |
სიგრძე | 22 კმ |
— სათავე, — შესართავი |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მცირე მდინარეების დაბინძურების წყაროები / გორდაძე ე., ჟორჟოლიანი ც. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ეკოლოგიის თანამედროვე პრობლემები“, შრომები, ISSN 1512-1976, ტ. 6, ქუთაისი, საქართველო, 21-22 სექტემბერი, 2018, გვ. 242-243.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 132.
- ↑ უნვიერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი