ოქსანა ბოტურჩუკი
ოქსანა ბოტურჩუკი (უკრ. Ботурчу́к Окса́на Олекса́ндрівна დ. 12 სექტემბერი, 1984) — უკრაინელი მძლეოსანი, უკრაინის დამსახურებული სპორტის ოსტატი, 2008 წლის პარაოლიმპიური ჩემპიონი; 2008, 2012 და 2016 წლების ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი (ხუთჯერ).
ოქსანა ბოტურჩუკი | |
---|---|
ოქსანა ბოტურჩუკი | |
დაბადების თარიღი |
12 სექტემბერი, 1984 ნიკოპოლი, უკრაინა |
ეროვნება | უკრაინელი |
მოქალაქეობა | უკრაინა |
სიმაღლე | 168[1] |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა ნიკოპოლში, სპორტულ ოჯახში. მამა — სსრკ სპორტის ოსტატი სამბოში, დედა — სპორტის ოსტატის კანდიდატი მძლეოსნობაში, იყო სპრინტერი. მეუღლე — სერგეი ბალაბანიც სპორტსმენია (სამბო და ძიუდო).
დაამთავრა დნიპროს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი.
ოქსანა დედამ თავის მწვრთნელთან ადრევე მიიყვანა. გოგონა თავისუფალ დროს სიამოვნებით უთმობდა სპორტს და ოცნებობდა წარმატებულ სპორტულ კარიერაზე — ამისათვის მას ყველა წინაპირობა ჰქონდა. თანდათან სპორტი მისთვის ცხოვრების აზრი გახდა. მაგრამ უბედურმა შემთხვევამ სამუდამოდ შეცვალა მისი ბედი. ბოტურჩუკების ოჯახს ბებიისგან ნიკოპოლში დაბრუნებისას, ნემიროვის მახლობლად ავტოავარია მოუვიდა. ყველაზე მეტად ოქსანა დაშავდა. ინციდენტამდე მას მხედველობის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ავარიის შემდეგ სპორტსმენის მდგომარეობა გაუარესდა: იყო მხედველობის მოკლევადიანი სრული დაკარგვა. ოჯახი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. მკურნალობის შემდეგ ოქსანას მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა. ახლობლების მხარდაჭერით, რომლებმაც არ მისცეს დანებების საშუალება, ოქსანამ დაიწყო ვარჯიში, როგორც კი ექიმებმა ფიზიკური დატვირთვის ნება დართეს. თანდათან აღიდგინა ძალები და მიეცა პერსპექტივა ევარჯიშა დნიპროს საუკეთესო მწვრთნელთან — ვიტალი სოროჩანთან. ისევ დედის დახმარებით მოახერხა ისეთ მწვრთნელთან მოხვედრა, რომელსაც მძლეოსნების არაერთი თაობა ჰყავდა გამოზრდილი. როცა სოროჩანს პარაოლიმპიური გუნდის მწვრთნელობა შესთავაზეს, მან ოქსანაც მიიწვია თავის გუნდში. ოქსანამ არაერთი საერთაშორისო ტურნირი მოიგო მხედველობადაქვეითებული სპორტსმენების კატეგორიაში და ის ქვეყნის ნაკრებში შეიყვანეს.
„მე ვხედავ ხაზებს — ეს ნიშნავს, რომ შემიძლია ვირბინო მათ შორის“ — ამბობს ოქსანა.[2]
სპორტული კარიერა
რედაქტირებაპირველი გამარჯვება სპორტსმენმა 2006 წელს მოიპოვა, როცა ახალგაზრდა მძლეოსანმა მოიგო ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატი 60 მეტრიან დისტანციაზე სირბილში, სიგრძეზე ხტომასა და 400 მეტრიან დისტანციაზე სირბილში. იმავე წელს მან რამდენიმე ოქროს მედალი აიღო მსოფლიოს საზაფხულო პირველობაზე. 2007 წელს რამდენიმე მოგება მოიპოვა მსოფლიოს თასზე და დაამყარა რამდენიმე მსოფლიო რეკორდი. ოქსანა ბოტურჩუკი საყოველთაოდ გახდა ცნობილი 2008 წლის პეკინის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშების შედეგებით, სადაც უკრაინამ მოიპოვა 1 ოქროს (100 მეტრიან დისტანციაზე) და 2 ვერცხლის მედალი.[3]
2019 წლის პარაოლიმპიადა
რედაქტირება2019 წლის 7-დან 15 ნოემბრის ჩათვლით, დუბაიში (არაბთა გაერთიანებული საამიროები) გამართულ პარაოლიმპიურ მსოფლიო ჩემპიონატზე მძლეოსნობაში 2 ჯილდოს მფლობელი გახდა: 9 ნოემბერს ვერცხლის მედალი მოიპოვა 400 მეტრზე სირბილში (კატეგორია T12), ხოლო 12 ნოემბერს — ბრინჯაოს მედალი 200 მეტრზე სირბილში (კატეგორია T12).
2020 წლის პარაოლიმპიადა
რედაქტირება2020 წლის ტოკიოს ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე, 2021 წლის 31 აგვისტოს, ოქსანამ ვერცხლი მოიპოვა 400 მეტრიან დისტანციაზე სირბილში (T12 კლასი).[4] 2 სექტემბერს მოიპოვა ბრინჯაო 100 მეტრიან დისტანციაზე, 4 სექტემბერს კი — ვერცხლი 200 მეტრიან ესტაფეტაზე.
Საინტერესო ფაქტები
რედაქტირება2021 წლის 22 ივლისს გამოვიდა მხატვრული ფილმი „პულსი“, რომელიც ეძღვნება ოქსანა ბოტურჩუკის ისტორიას[5]. ოქსანას როლს მსახიობი ნატალია ბაბენკო ასრულებს.[6]
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირება- I Ხარისხის ღირსების ორდენი. (2016 წლის 4 ოქტომბერი) — 2016 წლის XV ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე რიო-დე-ჟანეიროში (ბრაზილია) — მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისთვის, გამბედაობის, თავდადებისა და გამარჯვების ნებისყოფისთვის, რითაც მაღლდება უკრაინის საერთაშორისო პრესტიჟი[7]
- II Ხარისხის ღირსების ორდენი. (2012 წლის 17 სექტემბერი) ლონდონის XIV ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისთვის — გამოჩენილი გამბედაობის, თავდადებისა და გამარჯვების ნების, უკრაინის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებისთვის.[8]
- III ხარისხის ღირსების ორდენი. (2008 წლის 7 ოქტომბერი — პეკინში (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) XIII ზაფხულის პარაოლიმპიურ თამაშებზე — მაღალი სპორტული შედეგების მიღწევისთვის, გამბედაობის, თავდადებისა და გამარჯვების ნებისყოფისთვის, უკრაინის საერთაშორისო პრესტიჟის ამაღლებისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ BOTURCHUK Oxana. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2022-04-09.
- ↑ Ботурчук Оксана Олександрівна
- ↑ Оксана Ботурчук. Биография
- ↑ Ботручук здобула ще одне "срібло" для України на Паралімпіаді-2020 ru. ციტირების თარიღი: 2021-08-31.
- ↑ "Хочеться, щоб моя історія могла надихнути": паралімпійська чемпіонка Оксана Ботурчук про фільм "Пульс"
- ↑ «Пульс»: перша українська спортивна драма про боротьбу паралімпійки Оксани Ботурчук
- ↑ Указ Президента України № 430/2016 від 4 жовтня 2016 року «Про відзначення державними нагородами України»
- ↑ Https://zakon.rada.gov.ua/laws/show/546/2012 უკრაინის პრეზიდენტის ბრძანება №546/2012, 2012 წლის 17 სექტემბერი