ოქროს თევზივერცხლისფერი კარასის (Carassius auratus) მოშინაურებული ფორმა. ერთ-ერთი გავრცელებული სააკვარიუმო დეკორატიული თევზია. ჰიბრიდიზეციისა და სელექციის გზით მისგან გამოყვანილია მრავალი ჯიში: კომეტა, ბოლოლეჩაქა, ტელესკოპი, ვარსკვლავთმრიცხველი, ლომთავა, ორანდა და სხვა, რომელთაც აქვთ ლამაზი შეფერილობა, დიდი გრძელი ფარფლები, ტელესკოპური თვალები და სხვა. კარგ პირობებში ოქროს თევზი სქესობრივად მწიფდება 1 წლისა. დედალი ყრის 2-3 ათას ქვირითს. აკვარიუმში ცოცხლობს 13-35 წლამდე. იკვებება დაფნიებით, პეპლებით, ჭიაყელებით, პურით, დაკეპილი ხორცით და სხვა.

ოქროს თევზი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  ვერცხლისფერი კარასი
ქვესახეობა:  ოქროს თევზი
ლათინური სახელი
Carassius auratus
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 166083

ლიტერატურა

რედაქტირება