დაფნია, წყლის რწყილი (ლათ. Daphnia) — მტკნარი წყლის უხერხემლო ცხოველების გვარი დატოტვილულვაშიანების რიგისა. მისი სხეულის ზომა 1-3 მმ აღწევს, მოთავსებულია გამჭვირვალე ნიჟარაში, აქვს დატოტვილი ანტენები, რომლებიც ლოკომოტორულ ორგანოდაა გარდაქმნილი. ცალსქესიანი ცხოველებია. დედალი დებს 1-2 სქელგარსიან კვერცხს, რომელიც იზამთრებს. ცნობილია დაფნიას 26 სახეობა. საქართველოში თითქმის ყველგან ფართოდაა გავრცელებული დაფნიას გვარის რამდენიმე სახეობა. დაფნია თევზების ლიფსიტების საკვები და ზოგი ჭიის შუამავალი მასპინძელია.