ოსური ვიკიპედია
ოსური ვიკიპედია (ოს. Википеди иронау) — ვიკიპედიის განყოფილება ოსურ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2005 წლის 28 თებერვალს, თუმცა 2005 წლის მაისამდე ინტერვიკი პრეფიქსით — os: არ მუშაობდა. სტატიების თვალსაზრისით, ოსური ვიკიპედიის მნიშვნელოვანი ზრდა დაიწყო 2008 წლის დეკემბერსა და 2009 წლის პირველ თვეებში. ოსურ ვიკიპედიაზე დიდ გავლენას ახდენს რუსული ვიკიპედია, საიდანაც ითარგმნება სტატიები და სხვა. 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ოსურ ვიკიპედიაში არსებობს დაახლოებით 8 ათასი სტატია. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი 20-ს აჭარბებს. ჰყავს 3 ადმინისტრატორი.
ოსური ვიკიპედია Википеди иронау | |
---|---|
მისამართი: | os.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ოსური |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 19 312 |
გვერდების რაოდენობა: | 70 585 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 567 892 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 25 625 |
აქტიური მომხმარებელი: | 24 |
ადმინისტრატორი: | 3 |
სიღრმე: | 56.7 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება