რუსული ვიკიპედია (რუს. Русская Википедия) — ვიკიპედიის განყოფილება რუსულ ენაზე. გაეშვა 2001 წლის 20 მაისიდან. რუსული ვიკიპედია 2012 წლის დასაწყისისათვის 814 000 სტატიაზე მეტს შეიცავდა. 2008 წელს გახდა ზომით მე-10 ყველაზე დიდი ვიკიპედია, 2011 წლის თებერვლისთვის კი მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. 2011 წლის აგვისტოსთვის სტატიათა რიცხვი 750 000 -ს გადასცდა. 2011 წლის 20 სექტემბერს რუსულმა ვიკიპედიამ სტატიების რაოდენობის მხრივ უკან ჩამოიტოვა იაპონური ვიკიპედია და მე-7 ადგილზე გადაინაცვლა, მაგრამ იმავე წლის 21 ოქტომბერს მას ჰოლანდიურმა ვიკიპედიამ გაასწრო.

ვიკიპედიის ნიშანი რუსული ვიკიპედია
Русская Википедия
განყოფილების ლოგო
RussianWikipediaMainPage.png
მისამართი: ru.wikipedia.org
კომერციული: არა
საიტის ტიპი: ქსელური ენციკლოპედია
რეგისტრაცია: არა არის სავალდებულო
ენა: რუსული
მფლობელი: ფონდი ვიკიმედია
მუშაობის დაწყება: 2001 წლის 20 მაისი
სტატიების რაოდენობა: 1,668,274
გვერდების რაოდენობა: 6,356,726
რედაქტირებების რაოდენობა: 109,603,579
დარეგისტრირებული მომხმარებელი: 2,845,727
აქტიური მომხმარებელი: 10,827
ადმინისტრატორი: 83
სიღრმე: 136.2
სადღესასწაულო ლოგო 500 000 სტატიის გადალახვისთვის. „ლიმნის ნახევარი“ რუსულ ჟარგონზე „ნახევარ მილიონს“ ნიშნავს
რუსული ვიკიპედიის ლოგო 2013 წლის 11 მაისისთვის, როდესაც სტატიათა რაოდენობამ 1 მილიონს მიაღწია.

სლავურენოვან ვიკიპედიებს შორის სიდიდით მეორეა პოლონური ვიკიპედიის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სიღრმის მაჩვენებლით რვაჯერ უსწრებს. ასევე, რუსული ვიკიპედია უდიდესია კირილიცაზე არსებულ ვიკიპედიებს შორის.

2013 წლის 11 მაისს, სტატიათა რაოდენობამ რუსულ ვიკიპედიაში 1 მილიონს მიაღწია.[1]

პროტესტი ახალ კანონსრედაქტირება

2012 წლის 10 ივლისს, რუსულმა ვიკიპედიამ საიტის ერთდღიანი დახურვით პროტესტი გამოუცხადა რუსეთის დუმის მიერ კანონში შესატან ცვლილებას. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთში უნდა შეიქმნას აკრძალული საიტების რეესტრი, რომელშიც მოხვდება რესურსები საბავშვო პორნოგრაფიაზე, ნარკოტიკების პროპაგანდასა და თვითმკვლელობის მოწოდებაზე.რუსული ვიკიპედიის მოხალისეთა აზრით, ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რუსულენოვანი ინტერნეტის ცენზურა[2].

ქრონოლოგიარედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Русский раздел Википедии преодолел рубеж в 1 миллион статей“, cit.ua, Сервисные интернет технологии, May 11, 2013. ციტირების თარიღი: 12 May 2013. 
  2. „ვიკიპედიის“ რუსული საიტი დროებით დაიხურა


ვიკიპედია შეიცავს განყოფილებას
რუსულ ენაზე
Русская Википедия