ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1485–1491)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1485–1491 წწ.)
ახლო აღმოსავლეთში ოსმალეთის ომების ნაწილი
Asia Minor Map, Classical Atlas, 1886, Keith Johnston
მცირე აზიის რუკა: კილიკია ღია ვარდისფრად სამხრეთ ანატოლიაში.
თარიღი 1485–1491 წწ.
მდებარეობა ანატოლია, სირია
შედეგი საზავო ხელშეკრულება
ტერიტორიული
ცვლილებები
სტატუს-კვო
მხარეები
ოსმალეთის იმპერია
  • დულკადირის ბეილიქი
  • ყარამანიდები
    მხარს უჭერდნენ:
    რამადანიდების საამირო
მამლუქების სასულთნო
მეთაურები
ბაიზაიდ II]]

ჰერსეკზადე აჰმედ ფაშა

ჯემი სულთანი

ალა ალ-დაულა ბოზკურთ ბეგი

კაითბეი

ოსმალეთ–მამლუქთა ომი (1485–1491 წწ.) დაიწყო მას შემდეგ, რაც ოსმალეთის სასულთნო შეიჭრა მამლუქთა სასულთნოში, კერძოდ, ანატოლიისა და სირიის ტერიტორიებზე. ეს ომი გადამწყვეტი აღმოჩნდა ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ოსმალეთის დომინირებისთვის. რამდენიმე შეტაკების შემდეგ, ომი დასრულდა საზავო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა 1491 წელს. აქედან გამომდინარე, სტატუს-კვო აღდგა. საზავო ხელშეკრულება გაგრძელდა 1516–1517 წლამდე, როდესაც ოსმალებმა დაამარცხეს და დაიპყრეს მამლუქები.

წინაპირობები

რედაქტირება

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სახელმწიფო სუნიტური ისლამის მიმდევარი იყო, ოსმალებსა და მამლუქებს შორის მტრული ურთიერთობების სუფევდა. ორივე სახელმწიფო იბრძოდა სუნელების სავაჭრო მარშრუტზე კონტროლის მოსაპოვებლად, ხოლო ოსმალეთი ცდილობდა საბოლოოდ დაემყარებინა კონტროლი ისლამის წმინდა ქალაქებზე.[1] თუმცა, ორივე სახელმწიფოს შორის მოქცეული იყო ბუფერული ზონა აყ-ყოიუნლუს, რამადანიდებისა და დულკადირის ტერიტორიების სახით. ისინი გამუდმებით კრავდნენ ალიანს რომელიმე ძალის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, ორივე, ვენეციელი ისტორიკოსი დომენიკო მალიპიერო და ოსმალი ჟამთააღმწერელი თურსუნ ბეი იუწყებიან, რომ 1468 წელს, მეჰმედ II სირიაში მამლუქების წინააღმდეგ გალაშქრებას გეგმავდა, რომელსაც მხოლოდ უზუნ-ჰასანისა და ყარამანიდების არ უჭერდნენ მხარს. საბოლოოდ, მეჰმედმა განახორციელა მეჰმედის ყარამანული ბეილიქის ანექსია.

როდესაც 1481 წელს ბაიაზიდ II ოსმალეთის ტახტზე ავიდა, მისი ძმა ჯემი სულთანი, რომელიც დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა ანატოლიაში, ადგა და ტახტისთვის შეებრძოლა მას. თუმცა, იგი დამარცხდა ბრძოლაში და თავდაპირველად, ეცადა რამანიდებში, ხოლო რამანიდებიდან მამლუქთა სამფლობელოებში გადასვლას. მიუხედავად იმისა, რომ მამლუქებმა უარი თქვეს ჯემისთვის სამხედრო მხარდაჭერაზე, ხსენებულმა აქტმა ბაიაზიდები მტრულად განაწყო. მოგვიანებით კიდევ უფრო მოიმატა უკმაყოფილებამ, როცა მამლუქებმა ოსმალების ელჩი, ინდოელ ელჩთან ერთად შეიპყრეს დეკანის ზეგნიდან დაბრუნებისას და ორივე ოსმალეთის სულთნის საამებლად გააგზავნეს.

ლაშქრობები

რედაქტირება

კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბოზკურტ დულკადირელი (ასევე, უწოდებდნენ, როგორც ალაუდდევლეს), დულკადირიდების მმართველი, ბაიაზიდის მხარდაჭერით თავს დაესხა მამლუქთა ქალაქ მალათიას. მამლუქებმა თავდასხმა მოიგერიეს და მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბრძოლა წააგეს, ალაუდდევლესა და ოსმალურ მოკავშირეებს საბოლოო მარცხი აგემეს.[1]

ოსმალეთის შეტევა 1485 წელს

რედაქტირება

ბაიაზიდებმა მამულქებზე იერიში მიიტანეს მიწისა და ჰაერის მეშვეობით 1485 წელს.[1] ყარამანის ახალი გუბერნატორის, ყარაგოზ მეჰმედ ფაშას ხელმძღვანელობით, ოსმალეთის ძალებმა, რომელიც ძირითადად, პროვინციული ჯარებისაგან შედგებოდა, აჯანყებული ტურგუდლუ და ვასაკის ტომები დაიმორჩილეს და კილიკიაში არსებული მრავალი ციხესიმაგრე აიღეს. 1486 წლის 9 თებერვალს ყარაგოზ მეჰმედის არმია ადანას მიმდებარედ მამლუქებთან ბრძოლაში დამარცხდა. ბაიაზიდმა სტამბოლიდან წამოსული იანიჩარები, თავისი სიძის ჰერსეკზადე აჰმედ ფაშას მეთაურობით შეკრიბა, მაგრამ გაერთიანებული ოსმალეთის არმია 15 მარტს კვლავ დამარცხდა ადანასთან მომხდარი ბრძოლის წინ. კარაგოზ მეჰმედი მინდვრიდან გაიქცა, ხოლო ჰერსეკზადე აჰმედი ტყვედ აიყვანეს და კილიკია მამლუქთა კონტროლს დაუბრუნდა.

ოსმალეთის შეტევა 1487 წელს

რედაქტირება

1487 წელს, ოსმალებმა კვლავ გაგზავნეს ძირითადი არმია, რომელიც შედგებოდა დიდი რაოდენობით რეგულარული არმიის ნაწილებისა და იანიჩარებისგან. შეკრებილ არმიას მხარს უჭერდა ფლოტი და დულკადირის ძალები, ხოლო თავად არმიას ხელმძღვანელობდა დიდი ვეზირი კოჯა დავიდ ფაშა. თუმცა, დავუდ ფაშა მოერიდა მამლუქების წინააღმდეგ გალაშქრებას და, ნაცვლად ამისა, თავისი ჯარები ტურგუდლუსა და ვასაკთა ტომების აჯანყებების ჩახშობისა და საკუთარი ზურგის დაცვისკენ მიმართა.[2]

ოსმალეთის შეტევა 1448 წელს

რედაქტირება
 
ოსმალეთის ჯავშანი (1480-1500 წწ.), Musée de l'Armée.

1488 წელს ოსმალებმა წამოიწყეს დიდი შეტევა, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან: საზღვაო ფლოტს ტყვეობიდან გათავისუფლებული ჰერსეკზადე აჰმედ ფაშა, ხოლო რუმელიას გუბერნატორი ჰადიმ ალი ფაშა ჯარს ხელმძღვანელობდა. ამ შემთხვევაში, ოსმალებმა ვენეციელებისგან ითხოვეს ფამაგუსტას ჯარების მომარაგების მიზნით ნავსადგურის გამოყენება, მაგრამ ვენეციელებმა უარყვეს თხოვნა და ფლოტიც კი გაგზავნეს კვიპროსში ოსმალეთის დესანტის დასაცავად. მამლუქებმა, ასევე ითხოვეს საზღვაო დახმარება იტალიის ძალებისგან, მაგრამ აგრეთვე უარი მიიღეს.[3] შემდეგ, ოსმალეთის ფლოტი ისქენდერუნიში გადავიდა იმ იმედით, რომ შეაჩერებდა მამლუქთა ძალებს სირიიდან გამოსვლისას, ხოლო ოსმალეთის არმიამ, რომელიც დაახლოებით 60 000 კაცს ითვლიდა, უზრუნველყო კილიკიაზე კონტროლი. მაგრამ, კიდევ ერთხელ მოვარდნილმა დიდმა ქარიშხალმა ფლოტი გაანადგურა და მამლუქებმა შეძლეს კილიკიაში წინსვლის განხორციელება.[4][5][6] 1488 წლის 26 აგვისტოს ორი ჯარი გადაეყარა ერთმანეთს ადანას მახლობლად მდებარე აღაჩარიში. თავდაპირველად, ოსმალებმა პროგრესს მიაღწიეს მარცხენა მხარეს, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე უკან დაიხიეს. როდესაც ყარამანის ჯარისკაცები გაიქცნენ ბრძოლის ველიდან, ოსმალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. ბრძოლის ველი და გამარჯვება მამლუქებს დარჩათ.[6][7]

ოსმალეთის არმია გავიდა ყარამანში, რათა გადაჯგუფებულიყო, რადგან უფრო მეტი მსხვერპლი იყო თურქმენული ტომების თავდასხმების შედეგად. მისი პროვინციული მეთაურების უმეტესობა გაიწვიეს კონსტანტინოპოლში და დააპატიმრეს რუმელიას ჰისარში. ამასობაში, მამლუქებმა ალყა შემოარტყეს ადანას, რომელიც სამ თვეში დაეცა. ჰერსეკზადე აჰმედ ფაშამ მცირე გამარჯვება მოიპოვა და მამლუქთა რაზმი ნაწილობრივ გაანადგურა, მაგრამ კილიკია მამლუქთა ხელში საიმედოდ იყო დაცული. რაც მთავარია, ოსმალეთის მოკავშირე თურქმენებმა დაიწყეს შემობრუნება მამლუქების, მათ შორის, ალაუდდევლესკენ, რითაც აღადგინეს მამლუქებზე ორიენტირებული ბუფერული სახელმწიფოების ხაზი საზღვრის გასწვრივ.

მამლუქების შეტევა 1490 წელს

რედაქტირება

1490 წელს, მამლუქებმა კიდევ ერთხელ წამოიწყეს შეტევა, ყარამანში დაწინაურდნენ და კაისერს ალყა შემოარტყეს. როდესაც ჰერსეკზადე აჰმედ ფაშა მსუბუქი ჯარის თანხლებით გაემართა, მამლუქებმა ალყა მოხსნეს და კილიკიაში დაბრუნდნენ. ამ პერიოდში მამლუქები ომისა და ფინანსური ტვირთისგან იყვნენ დამძიმებულები, მაშინ, როცა ოსმალეთი შესაძლო ჯვაროსნული ლაშქრობის გამო იყო შეშფოთებული. ამდენად, ორივე ძალა მოწოდებული იყო იმისკენ, რომ გადაუწყვეტელი კონფლიქტი დაესრულებინა. მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელმაც საერთო საზღვარი გაამყარა კილიკიის კარზე ტავრის მთებში.

ოსმალებმა მამლუქებთან უპირატესობის მოპოვება შეძლეს საზღვაო ბრძოლებში, მაგრამ ხმელეთზე მამლუქებმა წარმატებით გაუწიეს წინააღმდეგობა ოსმალეთს, ანატოლიასა და სირიაში თავიანთი ციხესიმაგრეებისა და დულკადირის ბეილიქის ბუფერული ტერიტორიების წყალობით. ბეილიქს მეთაურობდა ბოზკურტ დულკადირი, რომელიც ცენტრირებული იყო ელბისტანსა და ქაჰრამანმარაში.[8] ოსმალეთი უფრო ძლიერი სამხედრო ძალა იყო, მაგრამ შიდა უთანხმოებისა და სულთან ბაიაზიდის ძლიერი ცენტრალიზებული ხელმძღვანელობის არარსებობის გამო სისუსტეს განიცდიდა, რომელიც კონსტანტინოპოლში დარჩა.[9]

მთელი კონფლიქტის განმავლობაში, მამლუქთა არმია იყენებდა ბრწყინვალე მომთაბარე კავალერიას, გარდა ჩვეულებრივი არმიისა, მაშინ, როცა ოსმალები ეყრდნობოდნენ მხოლოდ ჩვეულებრივ არმიას, კერძოდ, ქვეით ნაწილებსა და მსუბუქ კავალერიას.

გავლენა ესპანეთსა და ნასრიდებზე

რედაქტირება

გრანადაში არსებული ნასრიდების დინასტია დახმარებას სთხოვდა ოსმალეთს ესპანელების წინააღმდეგ, მაგრამ სულთან ბაიაზიდს მხოლოდ შეზღუდული მხარდაჭერის აღმოჩენა შეეძლო ოსმალეთ-მამლუქთა კონფლიქტში მონაწილეობის გამო. ნასრიდ-ოსმალეთის ურთიერთობები დამყარდა და ქემალ რეისის მეთაურობით მაინც გაიგზავნა ფლოტი ესპანეთის სანაპიროებზე. ოსმალეთის მხარდაჭერა არასაკმარისი აღმოჩნდა, რამაც 1492 წელს ნაწილობრივ გრანადას დაცემა განაპირობა.

შიმშილისა და ჭირის გავრცელების გამო, 1491 წლის მაისში დაიდო საბოლოო სამშვიდობო ხელშეკრულება. კერძოდ, მამლუქები რჩებოდნენ ძლიერ სახელმწიფოდ ოსმალეთის წინააღმდეგ, თუმცა, მათი ფინანსური მარაგები ამოწურული იყო. ორ ძალას შორის საზღვარი არსებითად უცვლელი დარჩა.[1]

მე-16 საუკუნის დასაწყისში ოსმალეთსა და მამლუქებს შორის დაპირისპირება ჩიხში შევიდა, თუმცა, მამლუქთა ძალაუფლებას 1505 წლიდან მკვეთრად დაუპირისპირდა ინდოეთის ოკეანეში პორტუგალიელთა გაბატონება, რამაც მამლუქთა ტრადიციულ სავაჭრო გზებსა და შემოსავლის ძირითად წყაროს საფრთხე შეუქმნა. ამან კატასტროფულ პორტუგალიურ-მამლუქთა ომამდე მიგვიყვანა.[10] 1516–1517 წლების ოსმალეთ-მამლუქთა ომს, მამლუქთა სასულთნოზე ოსმალეთის იმპერიის საბოლოო გამარჯვება მოჰყვა.

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Brummett 1993, pp. 52ff.
  2. Finkel 2006, p. 91.
  3. Brummett 1993, p. 46.
  4. Uyar & Erickson 2009, p. 68.
  5. Chase 2003, pp. 102ff.
  6. 6.0 6.1 Finkel 2006, p. 92.
  7. Uyar & Erickson 2009, pp. 68–69.
  8. Brummett 1993, pp. 52ff.
  9. Uyar & Erickson 2009, p. 69.
  10. Brummett 1993, p. 24.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Brummett, Palmira Johnson (1993). Ottoman Seapower and Levantine Diplomacy in the Age of Discovery. SUNY series in the Social and Economic History of the Middle East. Albany, NY: State University of New York Press. ISBN 978-0-7914-1702-7. LCCN 92-44704. OCLC 613499540. Retrieved June 16, 2013.
  • Chase, Kenneth Warren (2003). Firearms: A Global History to 1700. Cambridge; New York: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-82274-9. LCCN 2002041026. OCLC 51022846. Retrieved June 16, 2013.
  • Finkel, Caroline (2006). Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire 1300–1923. London: John Murray. ISBN 978-0-7195-6112-2. LCCN 2008297857. OCLC 65203332.
  • Har-El, Shai (1995). Struggle for Domination in the Middle East: The Ottoman-Mamluk War, 1485–1491. The Ottoman Empire and its Heritage. Vol. 4. Leiden; New York: E. J. Brill. ISBN 978-90-04-10180-7. ISSN 1380-6076. LCCN 94-40784. OCLC 31434541. Retrieved June 16, 2013.
  • Shaw, Stanford J. (1976). History of the Ottoman Empire and modern Turkey: Empire of the Gazis: The Rise and Decline of the Ottoman Empire 1280–1808. Vol. 1. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-29163-7. OCLC 725935950. Retrieved June 16, 2013.
  • Uyar, Mesut; Erickson, Edward J. (2009). A Military History of the Ottomans: From Osman to Atatürk. Santa Barbara, CA: ABC-CLIO. ISBN 978-0-275-98876-0. LCCN 2009020872. OCLC 435778574. Retrieved June 16, 2013.