ოსლოს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი

ოსლოს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი (ინგლ. Peace Research Institute of Oslo – შემოკლებით PRIO) — ოსლოში ბაზირებული მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი. PRIO დაფუძნდა 1959 წელს ნორვეგიელ მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იოჰან გალტუნგი, მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლების მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ოსლოს მშვიდობის კვლევების ინსტიტუტი
ნორვ. Institutt for fredsforskning
აბრევიატურა PRIO
შეიქმნა 1959
ტიპი კვლევითი ინსტიტუტი
შტაბ-ბინა ოსლო, ნორვეგია
დამფუძნებელი იოჰან გალტუნგი
დირექტორი ჰენრიკ ურდალი
დამფუძნებელი (-ები) იოჰან გალტუნგი
ფონდები 6 197 000[1]
შტატი 100
შტატი 100
ქვეყანა ნორვეგია
www.prio.org

PRIO გამოირჩევა ფუნდამენტური და პოლიტიკაზე ორიენტირებული კვლევითი საქმიანობით. გარდა კვლევითი საქმიანობისა PRIO ახორციელებს საგანამანათლებლო საქმიანობას, ჩართულია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, პოლიტიკების ფორმირების პროცესში და ასევე ახდენს მშვიდობის, დიალოგის და შერიგების ხელშეწყობასა და წახალისებას მთელს მსოფლიოში კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში. PRIO-ს მიერ ასევე გამოიცემა რამდენიმე ჟურნალი, მათ შორის მშვიდობის და კონფლიქტების კვლევების დისციპლინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული - „მშვიდობის კვლევების ჟურნალი“. PRIO მიიჩნევა მსოფლიოს უძველეს და ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევით ინსტიტუტად. ინსტიტუტის სამუშაო ენა არის ინგლისური.

PRIO-ს ძირითადი დაფინანსების წყაროებია ნორვეეგის კვლევითი საბჭო და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე დამატებით დაფინანსებას იღებს ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების (როგორებიცაა მსოფლიო ბანკი და ევროკავშირი) და კერძო ფონდებისაგან. PRIO-ს ყაავს დაახლოებით 75 მუდმივი თანამშრომელი. მისი სათაო ოფისი მდებარეობს ოსლოს ცენტრში, ნორვეგიული წითელი ჯვრის სათაო ოფისის გვერდით.

ისტორია და მმართველობა

რედაქტირება

PRIO დაფუძნდა 1959 წელს ნორვეგიელ მკვლევართა ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა იოჰან გალტუნგი. თავდაპირველად PRIO იყო სოციალური კვლევების ნორვეგიული ინსტიტუტის ერთ-ერთი დეპარტამენტი, დამოუკიდებელ ინსტიტუტად კი 1966 წელს ჩამოყალიბდა. PRIO გახლდათ მშვიდობის კვლევების ერთ-ერთი პირველი ინსტიტუტი მსოფლიოში და დღემდე რჩება ნორვეგიის ერთადერთ მშვიდობის კვლევების ინსტიტუტად. 2017 წლიდან მოყოლებული, ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას იკავებს ჰენრიკ ურდალი, ხოლო დირექტორის მოვალეობას ტორან ტრიგესტადი ასრულებს. 2005 წლიდან, ინსტიტუტი განთავსებულია ყოფილი გაზის სამსახურის შენობაში, ოსლოში. PRIO არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც იმართება 7-კაციანი მმრთველი საბჭოს მიერ. საბჭო შედგება PRIO-ს ორი თანამშრომლისგან, ნორვეგიის კვლევების საბჭოს ორი წარმომადგენლისგან, სოციალური კვლევების ინსტიტუტის მიერ წარდგენილი ერთი წევრისგან, ოსლოს უნივერსიტეტისა წარმომადგენლისა და საერთაშორისო სწავლების ნორდიკული ასოციაციის წევრისგან.

PRIO-ს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ:

  • იოჰან გალტუნგი (1959-1969)
  • ასბიორნ აიდე (1970, 1980-1981)
  • ჰელგე ჰვეემი (1971)
  • ნილს პიტერ გლედიში (1972, 1977-78
  • კელს სკელსბეკი (1973-1974)
  • ოლე კრისტიან ჰოლტე (1975-1976)
  • ტორდ ჰოივიკი (1979-1980, 1984-86)
  • მარეკ თიი (1981-1983)
  • სვერ ლოდგარდი (1986-1992)
  • ჰილდე ჰენრიკსენ ვაგი (1992-1993)
  • დენ სმიტი (1993-2001
  • შტაინ ტონესონი (2001-2009)
  • კრისტიან ბერგ ჰარპვიკენი (2009-2017)
  • ჰენრიკ ურდალი (2017-დღემდე)

იოჰან გალტუგნის გადადგომის შემდეგ , ინსტიტუტის თანამშრომლები ირჩევდნენ ხელმძღვანელს ყოველწლიურად. 1986 წელს ეს წესი შეიცვალა სამ-წლიანი პერიოდით, და 1993 წელს ზედიზედ ორჯერ არჩევის ლიმიტის მქონე 4-წლიანი პერიოდით.

PRIO-ს მმართველი საბჭოს პირველი თავმჯდომარე იყო ერიკ რინდე (1966-79), სოციალური კვლევების ინსტიტუტის დირექტორი. მისი მემკვიდრეები გახლდნენ ტორშტეინ ეკჰოფი (1979-86), ბერნტ ბული (1987-94), ფრიდა ნოკენი (1995-2000), ჰელგე ფარო (200-2003), ოივინდ ოსტერუდი (2004-06), ბერნტ აარდალი (2007-16) და ასლაუგ მარი ჰაგა (2016 - დღემდე).

კვლევითი სამიქანობა

რედაქტირება

ინსტიტუტის მისია, როგორც ეს მის წესდებაშია განსაზღვრული, არის - „სხვადასხვა ერებს, ჯგუფებსა და ინდივიდებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობების არსებობის პირობების შემსწავლელი კვლევითი საქმიანობის განხორციელება“ . მკვლევრები დაკოავშირებულნი არიან სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ისეთი დისციპლინებთან, როგორებიცაა: პოლიტიკური მეცნიერება , სოციოლოგია , ანთროპოლოგია , ფსიქოლოგია -, ადამიანის გეოგრაფია, ისტორია , რელიგიათმცდონეობა და ფილოსოფია . კვლევა გახლავთ PRIO-ს ძირითადი საქმიანობა და შესაბამისად დიდი ყურადღება ეთმობა მკვლევრების კვალიფიკაციასა და კვლევების ხარისხსა თუ სანდოობას. PRIO-ს კვლევები ძირითადად აერთიანებს რეცენზირებად აკადემიურ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს, ანთოლოგიებსა და მონოგრაფიებს, ასევე პოლიტიკაზე ორიენტირებული ანგარიშებსა და დოკუმენტებს (მათ შორის PRIO-ს შიდა მოხმარების, დახურული სერიებს), სხვადასხვა მონაცემთა ბაზებსა და წიგნებს. PRIO-ს კვლევითი ჯგუფი შედგება 40-50 სრულ განაკვეთზე მომუშავე მკვლევართა ძირითადი ნაწილისა და მათი დამხმარე თანამშრომლებისაგან (PRIO-სთან აფილირებული ნახევარ-განაკვეთზე მომუშავე მკვლევარები, მოწვეული მკლევარები, სტაჟიორები და სტუდენტები.)

ინსტიტუტის მთლიანი ბიუჯეტის დაახლოებით 15%-ს წარმოადგენს ნორვეგიის კვლევითი საბჭოს ძირითადი გრანტი, ხოლო დანარჩენი 85%-ის დაფინანსება ხდება პროექტების მიხედვით. ორი ყველაზე დიდი პროექტის დამფინანსებლები არიან ნორვეგიის კვლევითი საბჭო და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სხვა დამფინანსებლებს შორის არიან ევროკავშირი ), მსოფლიო ბანკი , და ნორვეგიის თავდაცვის სამინისტრო. 1997 წლის დეკემბერში PRIO-მ დაიწყო მცირე მასშტაბის შეიარაღების გავრცელების შეზღუდვის ნორვეგიული ინიციატივა (შემოკლებით - NISAT), რომელიც მიზნად ისახავდა მცირე მასშტაბის შეიარაღების (პისტოლეტები, ცეცხლასროლი იარაღები, საფანტის თოფები, ტყვიამფრქვევები და ქვეითთა გადასატანი სარაკეტო სისტემები) გავრცელების პრევენციასა და შემცირებას. NISAT-ის კვლევის არეალი მოიცავდა ყველა კონტინენტს და თითქმის ყველა მიმდინარე კონფლიქტს. კვლევის ფარგლებში მიმდინარეობდა, როგორც მონაცემთა ბაზების შემუშავება იარაღის გავრცელების და ვაჭრობის შესახებ, ასევე საკანონმდებლო ინიციატივებზე და ხელშეკრულებებზე მუშაობა, სამოქალაქო საზოგადოებების ჩართულობის გაძლიერების ხელშეწყობა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა მცირე მასშტაბის იარაღის გავრცელების პრევენციისთვის.

ინიციატივა შეჩერდა 2017 წელს, სათანადო დაფინანსების უქონლობის გამო. NISAT იყო PRIO-ს, ნორვეგიის წითელი ჯვრის და ნორვეგიული საეკლესიო დახმარების ფონდის ერთობლივი ინიციატივა და ის ორიენტირებული იყო ისეთ გეორგაფიულ არეალზე, სადაც არსებობდა ომის, შეიარაღებელი კონფლიქტისა და ადამიანის უფლებების შელახვის მაღალი საფრთხე. 2009 წელს PRIO-მ გამოვიდა ინიციატივით, რათა ამერიკის შეერთებულ შტატებში მშვიდობის კვლევები ფონდი დაფუძნებულიყო (PRIO North America Peace Research Endowement). ფონდი დაფუძნდა და მის მიზნად გამოცხადდა მშვიდობის კვლევების განვითარება-გაფართოებისთვის აუცილებელი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოპოვება.

კვლევითი ცენტრები

რედაქტირება

სამოქალაქო ომების შემსწავლელი ცენტრი 2003-დან 2012 წლამდე PRIO-ში ფუნქციონირებდა სამოქალაქო ომების შემსწავლელი ცენტრი, ნორვეგიის 13 “ბრწყინავლების ცენტრებიდან“ ერთ-ერთი. ცენტრში სხვადასხვა დროს ფუნქციონირებდა 10 სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მუშაობდნენ სამოქალაქო ომის გამომწვევ ფატორებზე. არსებობის მთელი 10 წლის განმავლობაში ცენტრის დირექტორი იყო სკოტ გეიტსი. კვიპროსის ცენტრი PRIO-ს გააჩნია თავისი ცენტრი ნიქოზიაში , კვიპროსში , რომელიც ცნობილია როგორც PRIO-ს კვიპროსის ცენტრი. კვიპროსის ცენტრი დაფუძნდა 2005 წელს და ის წარმოადგენს დამოუკიდებლად ფუნქციონირებად ბიკომუნალურ კვლევით ცენტრს. თავისი ქსელების, პროექტების და დიალოგის ფორუმების საშუალებით PRIO-ს კვიპროსის ცენტრი მიზნად ისახავს კვიპროსის თურქულ და ბერძნულ მოსახლეობას შორის თანამშორმლობის ხელშეწყობას და ზოგადად აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში თანამშრომლობის გაძლიერებას. PRIO-ს კვიპროსის ცენტრის კვლევითი საქმიანობა ხორციელდება ინგლისურ ენაზე, თუმცა მისი პუბლიკაცია ხდება როგორც თურქულ , ასევე ბერძნულ ენებზეც. კვიპროსის ცენტრი არის ერთ-ერთი იმ იშვიათ ადგილთაგანი, სადაც კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა და დიალოგი. ცენტრი მდებარეობს კვიპროსის ბერძნულ ნაწილში, მწვანე ზონასთან ახლოს, თუმცა მას გააჩნია ე.წ თანამშრომლობის სახლი გაეროს ბუფერულ ზონაშიც. კვიპროსის ცენტრში მუშაობენ მკვლევარები საზღვრის ორივე მხრიდან და დაცულია გენდერული ბალანსიც. ცენტრი ასევე აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებთან, უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან.

ახლო აღმოსავლეთის ცენტრი

რედაქტირება

პრიოს ახლო აღმოსავლეთის ცენტრი იკვლევს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებს. ცენტრის კვლევითი დღის წესრიგი აგებულია 5 ძირითადი საკითხის ირგვლივ:

  • დიდი მოთამაშეების როლი
  • რეგიონული დინამიკა
  • სახელმწიფოს მშენებლობა
  • მიგრაცია
  • ტრანსნაციონალური მოძრაობები

ცენტრის ძირითადი ამოცანაა მოამზადოს რეგიონში მიმდინარე უსაფრთხოებისა და მშვიდობის საკითხებზე კომპეტენტური და შედეგზე ორიენტირებული კვლევები ადგილობრივი ექსპერტებისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გზით.

გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრი

რედაქტირება

2015 წელს PRIO-მ დააფუძნა გენდერის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ცენტრი, რომელიც ჩართულია გენდერის და კონფლიქტების სწავლების კვლევებში. კონკრეტულად, ცენტრი სწავლობს ისეთ საკითხებს როგორებიცაა: კონფლიქტურ სიტუაციებში სექსუალური ძალადობა, ქალების ჩართულობა მედიაციასა და პოსტ-კონფლიქტურ ღონისძიებებში, და გენდერული უსაფრთხოება.

განათლება

რედაქტირება

PRIO-ს შეზღუდული რაოდენობით გააჩნია საგანმანათლებლო სერვისებიც.

მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევითი სკოლა - არის მულტიდისციპლინური ტრენინგ ცენტრი, სადაც მოწვეული მკვლევრები ასწავლიან სხვადასხვა კურსებს. სკოლის პარტნიორ ინსტიტუტებს შორისაა ოსლოს უნივერსიტეტი და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. კურსები კონცენტრირებულია აკადემიურ წერაზე, კვლევის მეთოდოლოგიასა და თემატურ საკითხებზე.

ოსლოს უნივერსიტეტისა და PRIO-ს ერთობლივი სტუდენტური პროგრამა. PRIO ოსლოს უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს თავიანთ სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას PRIO-ში, გამოცდილი პროფესიონალებისა და მკვლევარების ზედამხედველობის ქვეშ. საერთაშორისო კვლევების სამაგისტრო პროგრამა - 2013 წლამდე, PRIO და ბიორკნეს კოლეჯი ახორციელებდნენ საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკისა და კონფლიქტების დინამიკის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას. მშვიდობის და კონფლიქტების კვლევები - ასევე 2013 წლამდე PRIO ბიორკნეს კოლეჯთან ერთად, ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეთან პარტნიორობით ახორციელებდა საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამას, რომელიც სპეციალიზდებოდა მშვიდობისა და კონფლიქტების სწავლებაზე. ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. გასული 50 წლის განმავლობაში, ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლის განუყოფელი ნაწილი იყო მშვიდობის კვლევების კურსი, რომელსაც PRIO სთავაზობდა მონაწილეებს.

მონაცემთა ბაზები

რედაქტირება

PRIO-ს წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და გაწეული საქმიანობის შედეგად დაუგროვდა საკმაოდ მოცულობითი და უნიკალური მონაცემთა ბაზა.

PRIO-ს მონაცემთა ბაზები მოიცავს ინფორმაციის ფართო სპექტრს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა შეიარაღებული კონფლიქტები, იარაღით ვაჭრობა, სოციალური და დემოგრაფიული საკითხები, ბუნებრივი რესურსები, რეჟიმები და მმართველობა და ა.შ

მონაცემების ძირითადი ნაწილი გაერთიანებულია ერთ დიდ ბაზაში, რომელსაც ეწოდება სივრცით-დროითი ბაზა (PRIO-GRID). ამ ბაზაში მთელი მსოფლიო გეოგრაფიული არეალი დაყოფილია უჯრედებად და თითოეული უჯრედი (უჯრედის მასშტაბი 55x55 კმ2, დაახლოებით 3,000 კმ2) მოიცავს ამ არეალის შესახებ სპეციფიკურ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: შეიარაღებული კონფლიქტები, სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, ეთნიკური ჯგუფები, ფიზიკური მახასიათებლები, კლიმატური პირობები და სხვა.

PRIO-ს ყოველწლიური სამშვიდობო მიმართვა

რედაქტირება

2010 წელს ინიცირებული PRIO-ს ყოველწლიური სამშვიდობო მიმართვა მიზნად ისახავს გაზარდოს ცნობადობა, ბიძგი მისცეს საჯარო დებატებს და გაზარდოს ცოდნა მშვიდობის საკითხების შესახებ მთელ მსოფლიოში. მკვლევარების და ისეთი პროფესიონალების მოწვევით, რომლებსაც გააჩნიათ საკუთარი მყარი, არგუმენტირებული მოსაზრებები მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, PRIO ცდილობს შექმნას ახალი საინფორმაციო ტალღები და წარმოაჩინოს ახალი პერსპექტივები ომისა და მშვიდობის საკითხებზე და ამით ერთგვარად გამოიწვიოს მშვიდობის კვლევებში ჩართული ინდივიდები და ორგანიზაციები.

  • 2010: ჯონ ესტერი: სამართლიანობა, სიმართლე, მშვიდობა
  • 2011 ჯონ ლუისი: არაძალადობრიობის როლი თავისუფლებისთვის ბრძოლაში
  • 2012 აზარ გატი: მშვიობა ჩვენი დროისთის?
  • 2013 ჯოდი ვილიამსი: გლობალური აქტივიზმის ძალა
  • 2014 პოლ კოლიერი: სამოქალაქო კონფლიქტი: რა არის ახლანდელი რისკები, და რა არის რეალისტური გამოსავლები?
  • 2015 ჯონ მიულერი: გადაჭარბებული განგაშის საფრთხეები
  • 2016 ფრანჩესკა ბორი: ჟურნალისტიკის წვლილი მშვიდობაში
  • 2017 ობიგაელი ეზეკვესილი: განათლება და მშვიდობა
  • 2018 დებერატი გუა-ზაფირი: შეიარაღებული კონფლიქტების ეპიდემიოლოგია
  • 2019 სტივენ პინკერი: განმანათლებლობა ახლა

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. https://lottstift.no/stiftelsesregisteret/detaljer/847353732