ორციხის ქვედა კოშკი

არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს ჩრდილო-დასავლეთით, 0,6 კილომეტრზე, მთ

ორციხის ქვედა კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქოროღოს ჩრდილო-დასავლეთით, 0,6 კილომეტრზე, მთის კალთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი სწორკუთხაა (4,6 x 4,2 მეტრი), ნაგებია კლდის ქვით. შემორჩენილია სამი სართული (სიმაღლე 11,2 მეტრი). კოშკის ქვედა ნაწილი ყრუა, შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთით, მიწიდან 3,2 მეტრ სიმაღლეზე. კარი ოთხკუთხაა. სართულის დანარჩენ კედლებში ორ-ორი სათოფურია. მეორე სართულს სამხრეთით სარკმელი და ერთი სათოფური აქვს. აღმოსავლეთ კედელში - ორი სათოფური, დასავლეთისაში - სამი. მესამე სართულის ჩრდილო კედელში ერთი სათოფურია, აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში - ორ-ორი, ხოლო დასავლეთისაში - სამი. ჩრდილო კედელზე შემორჩენილია ნისკარტისებრი სალოდის ქვის კონსოლი. სართულები ერთმანეთს ოთხკუთხა საძრომებით უკავშირდებოდა. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის ფიქლის დიდი ფილების ნაწილები, რომლებიც კედლებიდან კონსოლისებურადაა გამოშვერილი.

ლიტერატურა

რედაქტირება