ორტლერის ალპები (გერმ. Ortler-Alpen; იტალ. Gruppo Ortles-Cevedale; ან ორტლესის ალპები) — მთის მასივი აღმოსავლეთ ალპებში, იტალიასა და შვეიცარიაში. სიმაღლე 3905 მ-მდე (მთა ორტლერი). სხვა მწვერვალებია: კენიგშპიცე (3851 მ), მონტე-ჩევედალე (3769 მ), მონტე-ძებრუ (3735 მ), პალონ-დე-ლა-მარე (3703 მ). წარმოადგენს სამხრეთი კირქვიანი ალპებისა და ცენტრალური აღმოსავლეთი ალპების ნაწილს.

ორტლერის ალპები
ორტლერის ალპების უმაღელსი მწვერვალი — ორტლერი
ორტლერის ალპების უმაღელსი მწვერვალი — ორტლერი
კოორდინატები: 46°27′ ჩ. გ. 10°37′ ა. გ. / 46.450° ჩ. გ. 10.617° ა. გ. / 46.450; 10.617
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
შვეიცარიის დროშა შვეიცარია
უმაღლესი წერტილი ორტლერი
სიმაღლე 3905 
ორტლერის ალპები — იტალია
ორტლერის ალპები

ქედის პერიფერიული ნაწილები აგებულია უმეტესად ქარსიანი და კრისტალური ფიქლებით, ღერძული ზონა — კირქვებითა და დოლომიტებით. დრენირებულია მდინარეების ადის, ოლოსა და ადიჯეს ხეობებით. ორტლერის ალპების კირქვიან ზონაში თავმოყრილია წვრილი ტბები. მასივზე დაახლოებით 100-მდე მყინვარია. ჩრდილოეთ კალთებზე ტყის საფარი უფრო ხშირია, ვიდრე სამხრეთ ფერდობებზე. ზღვის დონიდან 2300 მ-მდე განვითარებულია ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეები და ბუჩქები, უფრო მაღლა ალპური მდელოებია. მწვერვალები დაფარულია მუდმივი თოვლით. განვითარებულია ტურიზმი, ალპინიზმი.

ორტლერის ალპების სიახლოვესაა სტელვიოს ეროვნული პარკი და შვეიცარიის ეროვნული პარკი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება