ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ორმაგი ფორსაჟი (ინგლ. 2 Fast 2 Furious) — 2003 წლის მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ სინგლტონი, ხოლო სცენარის ავტორი მაიკლ ბრანდტი და დერეკ ჰაასი. ფილმი ფორსაჟი-ის (2001) პირდაპირი გაგრძელებაა, ასევე ფორსაჟის ფრანჩაიზის მეორე ნაწილი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ პოლ უოკერი, ტირეი გიბსონი, ევა მენდესი, კოლ ჰაუზერი, კრის ,,ლუდაკრის" ბრიჯსი და ჯეიმზ რემარი. ორმაგი ფორსაჟი მიჰყვება ბრაიან ო’კონერისა (უოკერი) და რომან პირსის (გიბსონი) ისტორიას, რომლებიც საიდუმლოდ მიდიან აშშ – ს საბაჟო სამსახურში, რომ დააპატიმრონ ნარკობარონი კარტერ ვერონე (ჰაუზერი).

„ორმაგი ფორსაჟი“
ინგლ. 2 fast 2 furious
ჟანრი მძაფრს-სიუჟეტიანი
რეჟისორი ჯონ სინგლტონი
პროდიუსერი ნილ მორიცი
როლებში
კომპოზიტორი დევიდ არნოლდი
მწარმოებელი კომპანია

Universal Pictures

Original Film
დისტრიბუტორი Universal Pictures[
გამოსვლის თარიღი 2003 წლის 6 ივნისი (შეერთებული შტატები)
ხანგრძლივობა 108 წუთი
ქვეყანა

გერმანიის დროშა გერმანია

აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 76 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 236.3 მილიონი აშშ დოლარი

ფორსაჟი-ის გაგრძელების იდეა ფილმის მომგებიანობამ განაპირობა.[1] თავდაპირველად მოიაზრებოდა, რომ ფილმში მონაწილეობას მიიღებდა ვინ დიზელიც და პოლ უოკერიც. დიზელმა ფილმში მონაწილეობაზე უარი თქვა და სანაცვლოდ რიდიკის ქრონიკები-ში (2004) მიიღო მონაწილეობა.[2]

2002 წლის აგვისტოში გამოცხადდა, რომ ფილმის დირექტორი იქნებოდა ჯონ სინგლტონი, რომელმაც პირველი ფილმი კრიტიკულად შეაფასა. რობ კოენმა ფილმი პირველი ნაწილის შემდეგ დატოვა.[3] ძირითადი გადაღებები მაიამიში დაიწყო 2002 წლის ოქტომბერში, მეტწილად მაიამისა და სამხრეთ ფლორიდაში.

ორმაგი ფორსაჟი გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2003 წლის 6 ივნისს და მთელ მსოფლიოში 236 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. მან მიიღო უარყოფითი შეფასებები Metacritic–სა და Rotten Tomatoes– ზე. ის იყო ნომინირებული ოქროს ჟოლოს 24-ე დაჯილდოებაზე ორ ნომინაციაში.

სამსახიობო გუფი

რედაქტირება
  • პოლ უოკერი, ბრაიან ო’კონერის როლში, ყოფილი ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის წევრი, რომელმაც პოსტი დატოვა წინა ფილმში და მაიამიში დასახლდა.
  • ტირეზ გიბსონი, რომან პირსის როლში, ბრაიანის ბავშვობის მეგობარი, რომელიც ციხეში ყოფნის შემდეგ შინაპატიმრობაში იმყოფება, რისთვისაც ბრაიანს ადანაშაულებს.
  • ევა მენდესი, როგორც მონიკა ფუენტესი, აშშ-ს საბაჟო აგენტი, რომელიც ფარულად მუშაობდა კარტერ ვერონეს თანაშემწედ. ბრაიანის სიყვარული.
  • კოლ ჰაუზერი, როგორც კარტერ ვერონე, დაუნდობელი არგენტინელი ნარკობარონი.
  • კრის „ლუდაკრის" ბრიჯსი, როგორც ტეჯ პარკერი, შეჯიბრის წამყვანი და ბრაიანის მეგობარი.
  • დევონ აოკი, როგორც სუკი, ბრაიანის, ტეჯის და ჯიმის მეგობარი. ის ფილმში ერთადერთი ცნიბილი ქალი მრბოლელია და მისი ეკიპაჟი მთლიანად ქალებისგან შედგება.
  • ჯეიმზ რემარი, როგორც აგენტი მარკჰემი, აშშ-ის საბაჟო აგენტი.
  • ტომ ბარი აგენტ ბილკინსის როლში, რომელიც ბრაიანმა პირველად გაიცნო პირველ ფილმში, მისი საიდუმლო სამსახურის დროს, რომელიც მაიამიში ჩავიდა სიტუაციაზე დასაკვირვებლად.
  • ედვარდ ფინლეი—აშშ –ის საბაჟო აგენტი დუნის როლში.
  • მარკ ბუნ უმცროსი, როგორც დეტექტივი უიტვორტი, მაიამის დეტექტივი.
  • მო გალინი, როგორც ენრიკე, ვერონეს მეჯვარე.
  • რობერტო სანჩესი - რობერტო, ვერონეს მეჯვარე და ენრიკეს პარტნიორი.
  • ამაორი ნოლასკო როგორც ორინჯ ჯულიუსი, ქუჩის მრბოლელი.
  • მაიკლ ელი, როგორც სლეპ ჯექი ქუჩის მრბოლელი.
  • ჯონ სენატიემპო კორპის როლში, ქუჩის მრბოლელი.
  • ერიკ ეთებერი დარდენის როლში, კორპის მეგობარი, ასევე მრბოლელი.

წარმოება

რედაქტირება

განვითარება

რედაქტირება

ფილმის, ფორსაჟი სალაროებში წარმატების შემდეგ, რომელმაც მთელ მსოფლიოში 200 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, რეჟისორებმა ახალი ნაწილის გადაღება გადაწყვიტეს.[1] ჯონ სინგლტონს ჰქონდა ნანახი პირველი ფილმი და ის ძალიან მოსწონდა: „როდესაც ვნახე ფორსაჟი, გამიკვირდა თუ მე რატომ ვერ მოვიფიქრე ეს, სადაც ვიზრდებოდი, სამხრეთ-ცენტრალურ ლოს-ანჯელესში, ყოველთვის ვუყურებდი ქუჩის რბოლებს. სინგლტონი მოგვიანებით ფილმის რეჟისორი გახდა.

სცენარი დაწერეს მაიკლ ბრანდტმა და დერეკ ჰაასმა, გარი სკოტ ტომპსონთან (პირველი ფილმის მწერალი) ერთად.[4] ფილმი წინა ნაწილის გაგრძელებას წარმოადგენს, იმ განსხვავებით, რომ აქ მონაწილეობას ვინ დიზელი არ იღებს.[5]

წარმოებამდელი პერიოდი

რედაქტირება
 
პოლ უოკერი ბრაიან ო’კონერის როლში

ვინი დიზელს 25 მილიონი დოლარი შესთავაზეს ფილმის შემდეგ ნაწილში დომინიკ ტორეტოს როლის შესრულებისთვის.[2] მიუხედავად ამისა, მან სცენარის წაკითხვის შემდეგ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მან სანაცვლოდ მონაწილეობა მიიღო ფილმში რიდიკის ქრონიკები.[6]

პოლ უოკერმა, რომელსაც დროის ხაფანგი-ში თამაში ახალი დასრულებული ჰქონდა, მიიღო ბრაიან ო’კონერის როლი ფორსაჟის ფრანჩაიზის მეორე ნაწილში.[7]

გადაღებები

რედაქტირება

ძირითადი გადაღებები დაიწყო 2002 წლის შემოდგომაზე,[8] მეთიუ ლეონეტი გადაღებების დირექტორად მუშაობდა.[9] გადაღებები ძირითადად სამხრეთ ფლორიდის სხვადასხვა ნაწილში მიმდინარეობდა.[10] ჰაუზერის პერსონაჟის სასახლე გადაღებულია კორალ გაბლესში, რომელიც სილვესტერ სტალონეს ეკუთვნის.

თვითონ ავტომობილების ენთუზიასტი უოლკერმა ფილმის გახსნის სცენებში Nissan Skyline GT-R მოდელი R-34 აიღო ფილმის ტექნიკური მრჩეველის, კრეგ ლიბერმანისგან ნასესხები. აოკის არ ჰქონდა მართვის მოწმობა ან მართვის არანაირი გამოცდილება ფილმის წარმოებამდე და გადაღებების დროს ატარებდა მართვის გაკვეთილებს;[11] მან ფილმში მიიღო ვარდისფერი 2001 წლის Honda S2000 AP1. გიბსონმა მართა კონვერტირებადი Mitsubishi Eclipse Spyder, მაიკლ ელი კი Toyota Supra Turbo MkIV მოდელი JZA80, რომელიც ხელახლა გამოიყენა უოლკერმა ფილმში The Fast and Furious .

ფილმის პროდიუსერი იყო დევიდ არნოლდი. საუნდტრეკი გამოვიდა 2003 წლის 27 მაისს Def Jam Recordings- ზე.

ფილმის გამოსვლა

რედაქტირება

შემოსავალი

რედაქტირება

ორმაგი ფორსაჟი-მ აშშ – ში პრემიერისას 50.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, 3408 კინოთეატრში. ფილმი კვირეების განმავლობაში პოპულარობით პირველ ადგილს იკავებდა ნემოს ძიებაში–ის გამოსვლამდე. აშშ-ის მასშტაბით ფილმს მე-15 ყველაზე მაღალი შემოსავალი ჰქონდა., მსოფლიოს მასშტაბით კი მე-16. საერთო ჯამში, მსოფლიოს მასშტაბით ფილმმა 236.4 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.[12]

ჯილდოები და ნომინაციები

რედაქტირება

ფილმმა მიიღო ორი ნომინაცია ოქროს ჟოლოს ჯილდოებზე ყველაზე ცუდი რიმეიქისა და ფილმის შექმნის ყველაზე ცუდი საბაბის ნომინაციებში.[13]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Jagernauth, Kevin (October 8, 2012). „Rob Cohen Offers xXx Update, Wants To Direct Fast And Furious Again“. IndieWire. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  2. 2.0 2.1 Setoodeh, Ramin. „Vin Diesel: A 'Furious' Mind“. Variety. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  3. "2 Fast 2 Furious - Production Notes Page 2 (About the Production)"[მკვდარი ბმული]. Contactmusic.com. Universal Pictures. Retrieved July 21, 2017.
  4. Scwarzbaum, Lisa (June 13, 2003). „2 Fast 2 Furious“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  5. Travis, Ben (March 27, 2017). „Catching up with the Fast & Furious: a complete guide to the movies so far“. The Daily Telegraph. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  6. Stice, Joel (July 18, 2017). „Why Vin Diesel Turned Down 2 Fast 2 Furious And Six Other Popular Roles“. Uproxx. Woven Digital. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  7. „2 Fast 2 Furious - Production Notes (About the Cast)“. Contactmusic.com. Universal Pictures. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  8. Golianopoulos, Thomas (April 3, 2015). „John Singleton Reveals How Ja Rule Blew His Chance to Be in 2 Fast 2 Furious. Grantland. ESPN. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  9. „2 Fast 2 Furious Production Notes - The Cars“. Cinemareview.com. Universal Studios. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 29, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  10. Miller, Michael E. (November 16, 2012). „Best and Worst Movies Shot in Miami Beach, From Scarface to Sly Stallone's The Specialist. Miami New Times. Voice Media Group. ციტირების თარიღი: July 21, 2017.
  11. Barker, Lynn. (June 6, 2003) Devon Aoki: Racer Chick. Teen Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 3, 2008. ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2020.
  12. 2 Fast 2 Furious (2003). ციტირების თარიღი: April 5, 2020
  13. „24th Annual Golden Raspberry (RAZZIE®) Award Nominations“ (პრეს-რელიზი). March 18, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 28, 2004. ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2020.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ორმაგი_ფორსაჟი“-დან