Toyota Supra (იაპონ. トヨタ・スープラ) — სერიული სპორტული ავტომობილი, წარმოებული კომპანია Toyota მიერ 1978 წლიდან დღემდე. Supra-ს პირველადი დიზაინი დაპროექტებული იყო Toyota Celica-ს დიზაინის მიხედვით, მაგრამ ავტომობილის კორპუსი გახდა შედარებით გრძელი და ფართო. 1986 წლიდან, Supra განცალკევდა Celica-სგან, რის შემდეგაც იქცა ცალკეულ მოდელად. ამასთან დაკავშირებით, Toyota-მ შეწყვიტა პრეფიქსი Celica-ს გამოყენება და ავტომობილის სახელწოდება გახდა უბრალოდ Supra. პირველი, მეორე და მესამე Supra-ს თაობა იწარმოებოდა ტაჰარა-ს ქარხანაში, ხოლო მეოთხე თაობა ქალაქ ტოიოტა-ში.

Toyota Supra 2019

Supra-ს კავშირი აქვს Toyota 2000GT-თან, რომლისგანაც მას გადაეცა M-სერიის ტოიოტას ძრავი.

ავტომობილი Toyota Supra გამოჩნდა მრავალ ფილმში, ვიდეო თამაშში, მუსიკალურ კლიპში და ტელევიზიურ შოუში.

პირველი თაობა რედაქტირება

 
პირველი თაობა

პირველი თაობა Toyota Celica-ს ბაზაზეა შექმილი, შესრულებულია ჰეჩბექის ვერსიაში. ავტომობილის უკანა მხარე ვიზუალურად იგივეა, რაც Toyota Celica-ს აქვს. წინა მხარე გაფართოებულია იმისთვის, რომ შიგნით განთავსდეს ექვს ცილინდრიანი ძრავი, ოთხ ცილინდრიანი ძრავი-ს მაგივრად, რომელიც Toyota Celica-ში ეყენა.

მეორე თაობა რედაქტირება

 
მეორე თაობა

1981 წლის ბოლოს კომპანია Toyota-მ მთლიანად განაახლა Celica Supra. იაპონიაში ამ ავტომობილს ცნობდნენ, როგორც Celica XX, ხოლო სხვა ქვეყნებში Celica Supra-ს უწოდებდნენ. Celica-ს პლატფორმაზე დაყრდნობით, რამდენიმე მთავარი განსხვავება გამოიყო: პირველ რიგში, წინა მხრის დიზაინი და დასაკეცი ფარები. ასევე შეიცვალა ბორბლების ბაზის სიგრძე იმისთვის, რომ მოთავსდეს დიდი ძრავი. 1981 წელს იაპონელი მყიდველებისთვის იყო შემოთავაზებული ალტერნატივა Celica XX ჰეჩბექის კორპუსში, რომელსაც Toyota Soarer უწოდეს. სოარერის შეძენა იყო შესაძლებელი სხვა იაპონური Toyota-ს დილერული ქსელიდან (Toyota Store).

მესამე თაობა რედაქტირება

 
მესამე თაობა

1986 წლის მაისში Toyota მზად იყო გამოეშვა შემდეგი Supra-ს თაობა. ამ დროს ავტომობილები სახელწოდებით Celica და Supra განცალკევდნენ და სრულად სხვადასხვა სახის მოდელებად იქცნენ, რის შედეგადაც Celica-მ ინება წინა წამყვანი თვლები, ხოლო Supra-მ უკანა წამყვანი თვლები. 3 ლიტრის მოცულობის ექვს-ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე იყო გაზრდილი 200 ც. ძ.-მდე (149 კვტ). 1986 წლის მაისში ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ ატმოსფერული ძრავის მქონე მოდელები, ხოლო მოდელები, რომლებსაც ტურბინები ეყენათ, გამოჩნდნენ 1987 წლიდან. ტექნიკური თვალსაზრისით, Supra იაპონიის ბაზრისთვის დაემსგავსა Toyota Soarer-ს.

ახალი ძრავი (Toyota 7M-GE) გახდა Toyota-ს ფლაგმენი. ძრავის ორ ვერსიას ჰქონდათ 4 კლაპანი 1 ცილინდრზე და ორი ზედა მანაწილებელი ლილვი. ტურბინიანი ძრავი 7M-GTE იყო აღჭურვილი ტურბოკომპრესსორით CT26 და მისი სიმძლავრე 230 ც. ძ. (172 კვტ) იყო 5600 ბრნ/წმ ის დროს, ხოლო ატმოსფერული ძრავი 7M-GE იყო 200 ც. ძ.-იანი (149 კვტ). შემდგომი მოდიფიკაციებით, ტურბოძრავის სიმძლავრე 232 ც. ძ. (173კვტ) გახდა და თორქი შეადგენდა 344 ნ/მ-ს 1989 წელს. ყველა მოდელს ერთი და იგივე ზომს საბურავები ეყენათ 225/50R16.

მესამე თაობის Supra-ზე იყო წარმოდგენილი ახალი ტექნოლოგიები. 1986 წელს ზოგიერთი მოდელი იყო აღჭურვილი ABS სისტემით. HKS-მა ასევე გამოიგონა სისტემა «TEMS Controller».

მეოთხე თაობა რედაქტირება

 
მეოთხე თაობა

მეოთხე თაობის Supra იყენებს JZZ30 Soarer-ის შასის. ამ მოდელზე ყენდებოდა ლეგენდარული ძრავი 2JZ-GE (ატმოსფერული, 255 ც. ძ.) და 2JZ-GTE (ტურბინიანი ვერსია, 280 ც. ძ. იაპონიისთვის და ევროპისთვის). ყველაზე მძლავრი ძრავი, რომელიც მეოთხე თაობის Supra-ზე ყენდებოდა, იყო 2JZ-GTE, რომელიც 330 ც. ძ.-ს გამოიმუშავებდა. 2JZ-GTE სერიის ძრავები მოქნილია სიმძლავრის მომატების მოდიფიკაციებისთვის.

ეს ძრავები ძალიან გამძლეები არიან და აქვთ დიდი პოტენციალი. ძრავის კაპიტალური რემონტი ხდება 250-300 ათასი კილომეტრის გავლის შემდეგ. წყნარი სიარულით, ტურბინიან ძრავზე საწვავის წვა 15-17 ლიტრს შეადგებს 100კმ-ზე. ატმოსფერული ძრავის წვა საგრძნობლად ნაკლებია.

ძირითადად ამ მოდელებზე ყენდებოდა 4-საფეხურიანი ავტომატური ტრანსმისია. ტრანსმისია მორგებულია სპორტული ტიპის სიარულზე და გადართვის დროს შეფერხება მინიმალურია, მაგრამ ძრავის და კოლოფის შენახვისთვის მასში დამონტაჟებულია ბრუნვის ლიმიტი. მექანიკურ კოლოფებს აქვთ 5 ან 6-საფეხური. Toyota Supra-ზე გამოიყენება მთლიანად დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა ორმაგ განივ ბერკეტებზე, სტაბილიზატორებთან ერთად. ამ ავტომობილის აწყობის ხარისხის და უკანა ამოძრაობის წყალობით, Supra პოპულარულია ავტოსპორტში.

მეხუთე თაობა რედაქტირება

 
მეხუთე თაობის Supra A90

2019 წლის იანვარში დეტროიტის საერთაშორისო ავტოსალონში მოხდა Toyota Supra-ს მეხუთე თაობის წარდგენა. მეხუთე თაობამდე, ბოლო სუპრა კონვეირიდან 2002 წელს ჩამოვიდა. ახალი მეხუთე თაობის Supra ატარებს შიდაქარხნულ ინდექსს A90. მოდელის შემუშავება დაიწყო 2012 წელს. იგი იქმნებოდა BMW-სა და Toyota-ს თანამშრომლობით. მეხუთე თაობის Supra არის აწყობილი ახალი BMW Z4-ის ბაზაზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Toyota_Supra&oldid=4460148“-დან