ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ორიონის სარტყელი, ასევე ცნობილია, როგორც სამი მეფე ან სამი და[1]ასტერიზმი ორიონის თანავარსკვლავედში. იგი სამი კაშკაშა ვარსკვლავისაგან შედგება: Alnitak, Alnilam და Mintaka.

ორიონის სარტყელი და ნისლეულები, მათ შორის ცეცხლოვანი ნისლეული (მარცხნივ) და ცხენისთავის ნისლეული (ქვედა მარცხნივ), რომელიც შედარებით მცირე ზომის მუქი ღრუბლის სახელს ატარებს ბრუნავს 90 ° -ით და ზღვის ცხენს წააგავს.

ორიონის სარტყელზე დაკვირვება ორიონის პოვნის უადვილესი გზაა. ვარსკვლავები მეტ-ნაკლებად თანაბრად არის განლაგებული სწორ ხაზზე და შეიძლება ვიზუალიზდეს, როგორც მონადირის ქამარი. ისინი საუკეთესოდ ღამის ცაზე ჩრდილოეთ ზამთრის/სამხრეთ ზაფხულის განმავლობაში ჩანს, კერძოდ, იანვარში, დაახლოებით დილის 9 საათზე.[2]

შემადგენელი ვარსკვლავები

რედაქტირება
 
ამ ფართო თვალსაზრისით, სარტყელი (ცენტრში სამი ვარსკვლავი) ორიონის თანავარსკვლავედის ახლომდებარე მახასიათებლებთან მიმართებაშია გამოხატული.

სამი ვარსკვლავის სახელები არაბულიდან მოდის. Al-nizam (النظام) ნიშნავს " მარგალიტების სიმი'' და დაკავშირებულია სიტყვა ''nilam'' (" საფირონი "); მართლწერის ვარიანტები მოიცავს Alnihan და Alnitam დასახელებას, თუმცა დანარჩენი სახელები მართლწერის ან თარგმანის აშკარა შეცდომებია.

ალნიტაკი

რედაქტირება

ალნიტაკი (ζ Orionis) არის სამმაგი ვარსკვლავური სისტემა ორიონის სარტყლის აღმოსავლეთ ბოლოში და დედამიწიდან 1,260 სინათლის წლით არის დაშორებული. ალნიტაკ B არის მე-4 მასშტაბის B ტიპის ვარსკვლავი, რომელიც ალნიტაკ A–ს გარშემო ყოველ 1,500 წელიწადში ბრუნავს. პირველადი (Alnitak A) ახლო ორმაგი ვარსკვლავია, რომელიც მოიცავს Alnitak Aa (სპექტრალური ტიპის ლურჯი სუპერგიგანტი O9.7 Ibe და აშკარა სიდიდე 2.0) და Alnitak Ab (ლურჯი ჯუჯა სპექტრული ტიპის O9V და აშკარა სიდიდე დაახლოებით 4). ალნიტაკ AA მზესთან შედარებით 28-ჯერ უფრო მასიურია, ხოლო მისი დიამეტრი 20-ჯერ აღემატება მზისას. ის ღამის ცაზე O კლასის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია.

ალნილამი

რედაქტირება

ალნილამი (ε Orionis) არის სუპერგიგანტი ვარსკვლავი, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 2,000 სინათლის წლის მანძილითაა დაშორებული და 1,7 მაგნიტუდა გააჩნია. ის ღამის ცის 29-ე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და მეოთხე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ორიონში. ის 375,000-ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე.[3] მისი სპექტრი ერთ-ერთი სტაბილური გამაგრების ფუნქციას ასრულებს, რომლითაც სხვა ვარსკვლავები კლასიფიცირდებიან.

მინტაკა (δ Orionis) 1200 სინათლის წლითაა დედამიწიდან დაშორებული და მისი სიკაშკაშის მაგნიტუდაა — 2.21. მინტაკა 90.000-ჯერ უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე. მინტაკა ორმაგი ვარსკვლავია. ორი ვარსკვლავი ერთმანეთის გარშემო ყოველ 5.73 დღეში ბრუნავს.

ცნობები ისტორიასა და კულტურაში

რედაქტირება
 
Dunhuang ვარსკვლავის ატლასი — ორიონი
 
ორიონის სარტყელი ზედა მარცხენა კუთხეში, ორიონის ხმალი ქვედა მარჯვენა კუთხეში.

რიჩარდ ჰინკლი ალენი ორიონის სარტყელისათვის ბევრ ხალხუს სახელს ჩამოთვლის. მაგალითად, იაკობისა და პეტრეს კვერთხები, სამი მეფე ან უბრალოდ სამი ვარსკვლავი.

ჩინურ ხალხურ პოეზიაში ასტერიზმი მოხსენიებულია სახელწოდებით Shen (参) და ანტარესთანაა დაკავშირებული, რომელიც ცნობილია, როგორც Sheng (商), აღნიშნული იმის მეტაფორაა, რომ ორმა ადამიანმა ვერასდროს შეძლო გაერთიანება.[4] ეს შეიძლება გამომდინარეობდეს იმ დაკვირვებით, რომ ორიონის სარტელიც და ანტარესიც აღმოსავლეთში ამოდის და დასავლეთში ჩადის, მაგრამ ანტარესი მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც ორიონის სარტყელი პირიქით განლაგდება.

სარტყელის სამი ვარსკვლავი ცნობილია პორტუგალიაში, სამხრეთ ამერიკასა და ფილიპინებში, როგორც Las Tres Marías და პორტუგალიურად As Três Marias.[5] ისინი ასევე აღნიშნავენ ჩრდილოეთის ღამის ცის იმ მდგომარეობას, როდესაც მზე მის ყველაზე დაბალ წერტილში იყო. იგი უძველესი დროის აღრიცხვის ნათელი მაჩვენებლის როლსაც ასრულებდა. მექსიკაში მათ უწოდებენ Los Tres Reyes Magos .[6]

ფინურ მითოლოგიაში, ორიონის სარტყელს Väinämöisen vyö (Väinämöinen 's სარტყელი) ეწოდება. ვარსკვლავები, რომლებიც, სარტყელიზე ასტერიზმის ფორმით იყვნენ განლაგებულნი, Kalevanmiekka (კალევას ხმალი) ეწოდებოდა. წინაქრისტიანულ სკანდინავიაში სარტყელი ცნობილი იყო როგორც ფრიგის ღერძი (ფრიგეროკი) ან ფრეიას ღერძი.[7] ანალოგიურად, იაკობისა და პეტრეს კვერთხები ევროპული ბიბლიური წარმოშობის ტერმინებია, ისევე როგორც სამი მეფე.

ჩრდილოდასავლეთ მექსიკის ტომები სამი სარტყლის ვარსკვლავს ჰაპჯს უწოდებდნენ და იგი სამი ვარსკვლავისგან შედგებოდა: ჰაპი, ჰაამოჯა და მოჰეტი. მათ მიაჩნდათ, რომ ჰაპი შუაში იყო მოქცეული და მას მონადირემ ესროლა, ხოლო მისი სისხლი ტიბურონის კუნძულზე დაიღვარა.

ფილმში მამაკაცები შავებში (1997) გმირები ეძებენ „გალაქტიკას“, ენერგიის მასიურ წყაროს, რომელიც უცხოპლანეტელის აზრით, ორიონის სარტყელზეა. ფილმის მთავარი გმირები ორიონის სარტყელს იკვლევენ, თმცა გალაქტიკას ვერ პოულობენ. საბოლოოდ, ისინი მიდიან იმ დასკვნამდე, რომ უცხო გალაქტიკა კატის ყელსაბამშია დამალული.

ინდურ ფოლკლორში ნათქვამია, რომ თანავარსკვლავედი შრავანსასა და მის მშობლებს განასახიერებს.

ახალ ზელანდიაში მცხოვრები მაორის ტომი სარტყელს ''სამი ასხმის'' სახელითაც მოიხსენიებს.[8]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

 

  1. Orion's Belt: Stars, Facts, Location, Myths | Constellation Guide en-US. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  2. Dolan, Chris. Orion. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-07. ციტირების თარიღი: 2011-11-28
  3. Alnilam. Jim Kaler's Stars. University of Illinois at Urbana-Champaign (2009). ციტირების თარიღი: 2011-11-28
  4. Lihui Yang, Deming An & Jessica Anderson Turner (2008) Handbook of Chinese Mythology. Oxford University Press, გვ. 99. ISBN 9780195332636. 
  5. Orion's Belt: Stars, Facts, Location, Myths | Constellation Guide. www.constellation-guide.com. ციტირების თარიღი: 2018-06-24
  6. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-02-15. ციტირების თარიღი: 2011-04-02
  7. Schön, Ebbe. (2004). Asa-Tors hammare, Gudar och jättar i tro och tradition. Fält & Hässler, Värnamo. p. 228.
  8. Merton,. E., "Matariki and Māori astronomy with Dr Rangi Matamua, " The McGuinness Institute, 21 July 2017.