ფრეია — გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში სიყვარულისა და ომის ქალღმერთი, ასგარდის მკვიდრი.

ქალღმერთი ფრეია (ჯონ ბაუერის ნახატი)

ფრეიას ჰქონდა ჯადოსნური შევარდენის ფრთა, რომლითაც ფრენა შეეძლო და ასევე გააჩნდა გნომების დამზადებული შესანიშნავი ოქროს სამკაული „ბრისინგამენი“. ის მეთაურობდა ვალკირიებს — ღვთაებრივად მშვენიერ ქალ მეომრებს, რომლებიც ვალჰალას ემსახურებოდნენ. ფრეია ცხოვრობდა დიდებულ სასახლეში, რომელსაც ფოლკვანგი ეწოდებოდა, ხოლო მის მთავარ სასტუმრო ოთახს სესუმნირი. მოგზაურობდა ორთვალა ეტლით, რომელშიც კატები იყვნენ შებმულნი. სიყვარულის გარდა ქალღმერთი ყურადღებას აქცევდა მოსავლიანობასა და ნაყოფიერებას. ასევე მას შეეძლო ბრძოლაში გამარჯვებაც მოეტანა. ფრეია აგროვებდა ბრძოლაში დაცემულ მეომრების ნახევარს და ვალჰალაში მიჰყავდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება