ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოჰანნეს ტუნჩბოასიანი (სომხ. Օհաննես Թունչբոյաջյան; დ. 20 სექტემბერი, 1948, ისტამბული, თურქეთი — გ. 14 იანვარი, 1996, არმათლუ, თურქეთი) ცნობილი როგორც ონნო ტუნჩისომეხი-თურქი კომპოზიტორი. უკრავდა ბას-გიტარაზე, კონტრაბასზე, ფორტეპიანოსა და სხვა საკრავებზე. იყო მომღერალი ანტო ტუნჩბოასიანის უფროსი ძმა.

ონნო ტუნჩი
ოჰანნეს ტუნჩბოასიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 20 დეკემბერი, 1948
დაბ. ადგილი ისტამბული, თურქეთი
გარდ. თარიღი 14 იანვარი, 1996
გარდ. ადგილი არმათლუ, თურქეთი
დასაფლავებულია Şişli Armenian Cemetery
ჟანრ(ებ)ი პოპ-მუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი,
ინსტრუმენტ(ებ)ი ბას-გიტარა, კონტრაბასი, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, გიტარა

ადრეული წლები

რედაქტირება

სომეხი წარმოშობის ონნო ტუნჩი დაიბადა 1948 წლის 20 სექტემბერს ისტამბულში, თურქეთში. მისი მუსიკისადმი ინტერესი გამოავლინა ჰარურ მანგანაზის საეკლესიო გუნდში მოხვედრისას (აღნიშნულ გუნდში 100 ბავშვი ირიცხებოდა). საშუალო სკოლის პირველ წელს, მას სკოლის დატოვება და ოჯახის დასახმარებლად მუშაობა მოუწია.

ფინანსურად შეზღუდულ ოჯახში დაბადებულს, ტუნჩს არ შეეძლო მუსიკალური ინსტრუმენტის ქონა (მიუხედავად იმისა რომ ოჯახი მისით „). თუმცა შემდეგ, ტუნჩის მეგობარს დედამ გიტარა უყიდა; აღნიშნულა პიროვნებამ გიტადა თვით ტუჩსაც უყიდა.

ონნო ტუნჩს შედგენილი აქვს 195 სიმღერა; იგი თურქეთის სახელით მრავალ ევროპის მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობდა. ძალიან ახლო თუქრ მეგობართან, სეზენ აკსუსთან ერთად ტუნჩმა მრავალი მუსიკა დაწერა და მათ მთელი თავისი კარიერის განმავლობაში წარმოადგენდა. საყოველთაოდ ცნობილი იყო, რომ მისმა გარდაცვალებამ სეზენ აკსუ დეპრესიაში ჩააგდო. მან თავისი ალბომი D herş Bahçeleri მიუძღვნა ონნოს (და მას შემდეგ თითქმის ყველა ალბომში მრავალი სიმღერა სწორედ მისთვის იყო მიძღვნილი).

1980-იან წლებში ურთიერთობა ჰქონდა მომღერალ-მუსიკის მწერალ სეზენ აკსუსთან; ეს ურთიერთობა იყო როგორც რომანტიკული, ასევე პროფესიონალი. როგორც წყვილი, შექმნეს ნამუშევრები, რომლებმაც ახალი ადგილი დაიკავეს თურქულ პოპ მუსიკაში, მაგალითად, Sen Ağlama (ნუ ტირი), Git (წადი), Sezen Aksu'88 და Sezen Aksu Söylüyor (მღერის სეზენ აკსუ).

ონნოს უმცროსი ძმა არტო ტუნჩბოასიანი ძმასთან მუსიკალრად 25 წლის განმავლობაში მუშაობდა. არტო დიდად არის შთაგონებული მისი ძმისგან, რომელმაც მას უამრავი სიმღერა მიუძღვნა. ტუნჩმა ალა დინჯიანთან ერთად ჩარეწილი ალბომი "ონოო" (1996) სწორედ ძმას მიუძღვნა.

გარდაცვალება

რედაქტირება

ონნო ტუნჩი გარდაიცვალა 1996 წლის 14 იანვარს, საკუთარი თვითმფრინავით პილოტირების დროს: იგი ცუდ ამინდში თაზდაგში, არმათლუს სოფელ სემილიესთან ახლოს (იალოვაში) მდებარე მთას შეეჯახა; იგი ამ დროს ბურსადან სტამბულში მიემგზავრებოდა. ავარიაში გარდაიცვალა მისი მეგობარი ჰასან კანკიც. ონნო ტუნჩი დაკრძალულია შიშლის სომხურ კათოლიკურ სასაფლაოზე, სტამბულში. იგი დაქორწინებული იყო კანან ატესზე და ჰყავდა ორი ქალიშვილი, სელინი და აიდა.

2002 წელს ტუნჩის ავარიის ადგილსა და ქალაქ იალოვაში მისი ძეგლი დაიდგა. სომხური წარმოშობის კომპოზიტორის ძეგლი წლების განმავლობაში მრავალი ვანდალის სამიზნე ობიექტს წარმოადგენდა.[1][2][3]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ონნო_ტუნჩი“-დან