ვახტანგ ონიანი
ვახტანგ ონიანი (დ. 14 აპრილი, 1930, ჟახუნდერი, ახლანდ. ლენტეხის მუნიციპალიტეტი- გ. 18 მარტი,2024) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967). ღირსების ორდენის კავალერი (2002).
ვახტანგ ონიანი | |
---|---|
დაიბადა | 14 აპრილი, 1930[1] |
დაბადების ადგილი | ჟახუნდერი |
გარდაიცვალა | 18 მარტი, 2024 (93 წლის) |
1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ქანდაკების განხრით. 1960–1961 წლებში მუშაობდა ჟურნალ „დროშის“ მთავარ მხატვრად; 1964–1980 წლებში ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. ონიანის ნამუშევრებია: ქანდაკება — „გაქვავებული ცრემლი“, „სვანი გოგონა“ (ორივე 1958), „მახვში“ (1967), „ადგილის დედა" (1967), „ცოდნის სვეტი“ (1981), „მიხეილ ხერგიანის ბიუსტი“ მესტიაში ხერგიანის სახლ-მუზეუმთან; დაზგური ქანდაკება — „კაცი ლაშხეთიდან“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა; გრაფიკა — „მეუღლის პორტრეტი“ (1965), „წითელი ღრუბლები“ (1967) და სხვა.
მხატვრულად გააფორმა და დაასურათა ქართული ხალხური ეპოსის ნიმუშები: „გივარგილ“, „ამირანი“, „ბეთქილ“, „ლადლერი“, „დალის საუფლო“. 1957 წლიდან მონაწილეობს თბილისსა და მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოწყობილ გამოფენებში; გააფორმა საქართველოს სექცია ალჟირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1967, დაჯილდოვდა დიდი ოქროს მედლით) და საქართველოს პავილიონი — იზმირის საერთაშორისო ბაზრობაზე (1968). ავტორია რამდენიმე მხატვრული ნაწარმოებისა, მათ შორის: „ოქროს ხანა“, „თეთრი მერცხლების გადაფრენა ანუ…“ და სხვ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 717, ISBN 99928-20-32-2.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია თბილისი // თბილისი — 2002.