ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის

მარცხნივ, ისაბელ I კასტილიელი და მარჯვნივ, ხუანა ლა ბელტრანეხა
თარიღი 1475 — 1479 წლის 4 სექტემბერი
მდებარეობა იბერიის ნახევარკუნძული, ატლანტის ოკეანე
შედეგი

ისაბელ I კასტილიელის კასტილიის დედოფალად აღიეარება

  • აფონსუ პორტუგალიელის და ისაბელა არაგონელის ქორწინება
მხარეები
მეთაურები

ომი კასტილიური მემკვიდრეობისათვის — სამხედრო კონფლიქტი 1475-1479 წლებში კასტილიისა და ლეონის სამეფო ტახტისთვის, სადაც იბრძოდნენ ხუანა ლა ბელტრანეხას, ენრიკე IV-ის ქალიშვილის, მხარდამჭერები და ისაბელ I კასტილიელის, ენრიკე IV-ის ნახევარდის, მხარდამჭერები. კონფლიქტი ისაბელ I-ის გამარჯვებით დასრულდა.

ომმა საერთაშორისო სახე მიიღო, რადგანაც ისაბელა დაქორწინებული იყო ფერდინანდ II არაგონელზე, ხოლო ხუანა ლა ბელტრანეხა სტრატეგიულად გაყვა ცოლად აფონსუ V-ეს, ბიძამისს, მისი მხარდამჭერების რჩევის შედეგად. საფრანგეთის სამეფო კონფლიქტში პორტუგალიის სამეფოს მხარეს ჩაება.

პატარა წარმატებების მიუხედავად, აფონსუ V-ის სამხედრო აგრესიის ნაკლებობამ და ტოროს ბრძოლაში დამყარებულმა სამხედრო ჩიხმა განაპირობა[1] ხუანას დამარცხება, ალიანსისი დაშლა და ისაბელას კასტილიის დედოფლად აღიარება.[2]

ბრძოლა მხოლოდ პორტუგალიის სამეფოსა და კასტილიისა და ლეონის სამეფოს შორის გაგრძელდა გვინეის ოქროს და მონებისთვის ატლანტის ოკეანეში. პორტუგალიის სამეფოს საძღვაო ძალებმა გადამწყვეტ გვინეის ბრძოლაში კასტილიისა და ლეონის სამეფოს საზღვაო ძალები დაამარცხა.[3][4][5]

ომი დასრულდა 1479 წელს ალაკაკოვასის ხელშეკრულებით სადაც კასტილიის დედოფლად საერთაშორისოდ აღიარეს ისაბელა I ხოლო ხოანა ლა ბელტრანეხამ დაკარგა პრეტენზიის უფლება კასტილიურ ტახტზე. პორტუგალიამ ჰეგემონია დაამყარა ატლანტის ოკეანეში კანარის კუნძულების გამოკლებით.

კომფლიქტს ისტორის მანძილზე მოიხსენიებდნენ როგორც მეორე კასტილიურ სამოქალაქო ომს, ბევრი ავტორი ასევე იყენებდა პორტუგალიის ომს და ნახევარკუნძულის ომს (რემელიც ხშირად ირეოდა ნაპოლეონის ომებისას განვითარებულ ნახევარკუნძულის ომში) და ზოგი მოიხსენიებდა როგორც 1475-1479 წლების ომს

წინაპერიოდი

რედაქტირება

კასტილიის და ლეონის სამეფო ტახტის მემკვიდრეობა

რედაქტირება

ხუანა ლა ბელტრანეხა, ენრიკე IV-ის პირველი და ერთად ერთი ქალიშვილი, დაიბადა 1462 წელს ასტურიაში. ხალში გავრცელდა ჭორი რომ პრინცესა ხუანა იყო არ იყო ენრიკე IV-ის ქალიშვილი და რომ ხუანას მამა ბელტრან დე ლა კუევა იყო, ჟუანა პორტუგალიელის საყვარელი. ხუანას ზედემტსახელად „ლა ბელტრანეხა“ შეერქვა მისი სავარაუდო მამის დასაცინად. თავად აზნაურების და ოჯახის წევრების ზეწოლის შემდეგ ენრიკე IV-ემ ჯუანას ტიტული ჩამოართვა და ტახტის მემკვიდრედ მისი ნახევარ ძმა ალფონსო გამოაცხადა.

ენრიკე IV-ის გარდაცვალების შემდეგ როგორც ხუანამ ასევე ისაბელამ საკუთარი თავები მხარდამჭერების დახმარებით დედოფლებად გამოაცხადეს.

კონფლიქტი

რედაქტირება

ტახტისთვის ბრძოლა (1475-1476)

რედაქტირება

აფონსუ V-ის შეჭრა კასტილიაში

რედაქტირება

პოტუგალიის სამეფოს არმია აფონსუ V-ის მეთაურობით კასტილიისა და ლეონის სამეფოში შეიჭრა 1475 წლის 10 მაისს და აიღო პასენსია სადაც ხუანა იმყოფებოდა.[6] ხუანა და აფონსუ 25 მაისს დაქორწინდნენ და პასენსიადან არევალოსკენ აიღეს გეზი, იმ განძრახვით რომ იქიდან ბურგოსში გადასულიყვნენ. აფონსოს იმედი ჰქონდა რომ გზად ლუი XI-ის მიერ გამოგზავნილ ჯარს შეუერთდებოდა.

ბურგოსის სასახლე, არევალო და პასენსიას ესტუნიგას ოჯახის მმართველობის ქვეში იყო, ხუანას მხარდაჭერები. ხოლო ბურგოსის ქალაქს ისაბელას მომხრე პედრო ფერნანდეს დე ვალესკოს ოჯახი მართავდა.[7]

აფონსუს კასტილიაში და ლეონში იმაზე გაცილებით უფრო ნაკლები მხარდაჭერი გამოუჩნდ ავიდრე მოელოდა და გეგმების შეცვლა მოუწია, მან გადაწყვიტა რომ პორტუგალიასთან ახლოს მდებარე ქალაქებზზე უნდა გადაეტანა კონცენტრაცია და მიზნად ტოროს აღება დაისახეს.[8]

ტოროს ბრძოლა

რედაქტირება

1476 წლის თებერვალში პორტუგალიელების არმიამ ჟუან II-ის მეთაურობით მიატოვა პოზიციები ტოროსთან ახლოს და ფერდინანდი მოაქცია ალყაში ზამორაში. ალყამ თავდამსხმელებს უფრო დიდი ზიანი მიაყენა ვიდრე ალყაში მოხვედრილებს კასტილიური ზამთრის დამსახურებით. 1 მარტს აფონსუს ძალებმა მიატოვა ალყა და ტოროსკენ დაიხია, უკან დახეულ პორტუგალიელებს ფენრდინანდ II-ის არმია გაეკიდა. ორი მხარე ერთმანეთს ტოროდან 5 კილომეტრის დაშორებით შეხვდა სადაც ბრძოლა გაიმართა.[9]

სამ საათიანი ბრძოლის შემდეგ აფონსუს ძალები კიდევ ერთხელ გაიქცნენ მას შემნდეგ რაც ბრძოლა წვიმის და დაღამების გამო შეჩერდა. ჟოან II-ის ძალები რომლების ტოროში იყვნენ ბრძოლის ველისკენ დაიძრნენ, კასტილიელები დაამარცხეს და მოწინააღმდეგის მებრძოლები დაატყვევეს.[8] როგორც ირლანდიელმა მემატიანემ, ჯონ ბაგნელ ბურმა დაწერა: „ცხრა თვიანი რეიდების და უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ პორტუგალიური და კასტილიური ჯარები ერთმანეთს ტოროსთან შეხვდნენ... და იბრძოლეს ბრძოლაშ სადაც არაფერი გადაწყდა, აფონსო დაამრცხა ფერდინანდმა ხოლო ფერდინანდი აფონსოს ვაჟმა ჟოანმა დაამარცხა...“.[10]

პუბლიცისტები ბრძოლის ორივე მხარეს გადამწყვეტ გამარჯვებას აცხადებდნენ. პოლიტიკურად ბრძოლა გადამწყვეტი იყო იმ მიზეზით რომ პორტუგალიის არმიის უმეტესობას პორტუგალიაში დაბრუნება მოუწიათ და კასტილიაშიც თითქმის აღარავინ დარჩა ისაბელას წინააღმდეგ საბრძოლველად.[11]

ხელშეკრულება

რედაქტირება

ხელშეკრულებას, რომელმაც დაასრულა 5 წლიანი ომი, ხელი მოეწერა პორტუგალიის ქალაქ ალაკაკოვასში, 1479 წლის 4 სექტემბერს. პუტიგალიის მეფემ ხელშეკრულება 8 სექტემბერს დაამტკიცა, ხოლო კასტილიის და არაგონის მონარქებმა 6 მარტს 1480 წელს, ტოლედოში.

ხელშეკრულების თანამხმად აფონსუ V-ემ უარი გააუქმა პრეტენზია კასტილიის სამეფო ტახტის შესახებ და პორტუგალიამ ატლანტის ოკეანის ყველა იმ დროისთვის ცნობილი კუნძული მიიღო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. As noted by Spanish scholars Luis Suárez Fernández, Juan de Mata Carriazo and by Manuel F. Álvarez: "Not a military victory, but a political victory, the battle of Toro is in itself, a decisive event, because it solves the civil war in favour of the Catholic Monarchs, leaving as a relic, a border clash between the two countries ..." in La España de los Reyes Católicos (1474-1516), Espasa-Calpe, 1969, p.163.
  2. Lunenfeld, Marvin. The council of the Santa Hermandad: a study of the pacification forces of Ferdinand and Isabella University of Miami Press, 1970, p. 27.
  3. Historian Malyn Newitt: "However, in 1478 the Portuguese surprised thirty-five Castilian ships returning from Mina [Guinea] and seized them and all their gold. Another ... Castilian voyage to Mina, that of Eustache de la Fosse, was intercepted ... in 1480. ... All things considered, it is not surprising that the Portuguese emerged victorious from this first maritime colonial war. They were far better organised than the Castilians, were able to raise money for the preparation and supply of their fleets, and had clear central direction from ... [Prince] John." In A history of Portuguese overseas expansion, 1400-1668, Routledge, New York, 2005, pp.37,38.
  4. Bailey W. Diffie and George D. Winius. "In a war in which the Castilians were victorious on land and the Portuguese at sea, ..." in Foundations of the Portuguese empire 1415-1580, volume I, University of Minnesota Press, 1985, p.152.
  5. Battle of Guinea: Alonso de Palencia, Década IV, Book XXXIII, Chapter V ("Disaster among those sent to the mines of gold [Guinea]. Charges against the King..."), p.91-94.
  6. (Sainz 2004)
  7. (Ruiz 2000)
  8. 8.0 8.1 (Palenzuela)
  9. Letter from King Ferdinand to the city of Baeza, March 2, 1476. Colección de documentos inéditos para la Historia de España, t. XIII, p.396
  10. John B. Bury- The Cambridge Medieval History, Macmillan, 1959, Volume 8, p. 523
  11. Cesáreo Fernández Duro (1901). „La Batalla de Toro (1476). Datos y documentos para su monografía histórica“ (PDF). Boletín de la Real Academia de la Historia. 38 (1901).