ოლღა ნიკოლოზის ასული სოსელია (დ. 16 ივლისი, 1905, სოფ. ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 მარტი, 1995) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1969), პროფესორი (1990), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1980).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1935). 1939-1950 წლებში იქვე კითხულობდა საქართველოს ისტორიის ზოგად კურსს. 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში (1946 წლიდან — უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1975 წლიდან — მეცნიერ-კონსულტანტად). იკვლევდა ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიის საკითხებს, დასავლეთ საქართველოს სათავადოების ისტორიას. იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ IV ტომის (1973) თანაავტორი. ავტორია „ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ გამოქვეყნებული არაერთი სტატიისა.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან : სათავადოები (ავტორი) // ნაწ.3. - თბილისი, მეცნიერება, 1990. - 205გვ.
  • ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (ავტორი) // ნაწ. 1 : სათავადოები. - თბილისი, მეცნიერება, 1973. - 331გვ.
  • ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს ისტორიიდან : სათავადოების სისტემა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1966. - 239გვ.
  • მასალები კლასობრივი ბრძოლის ისტორიისათვის ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოში (XVII ს. მიწურულიდან XIX ს. 40-იან წლებამდე) (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა და სტ., 1960. - 167გვ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება