ოლოი[1] (რუს. Олой, ზემო წელზე — მარცხენა ოლოი) — მდინარე რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში; მდ. ომოლონის (კოლიმის აუზი) მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 471 კმ, აუზის ფართობი 23 100 კმ². სათავეს იღებს კოლიმის მთიანეთში, მიედინება ჩრდილო-დასავლეთისკენ, მიუყვება ოლოის ქედის სამხრეთ კალთას, ქვემო წელზე ღრმა ხეობაშია. იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით. იყინება ოქტომბერში, ზემო წელზე დიდი მინაყინებია, მთელ დინებაზეა დიდი ყინულღრუებიც; ლღვება მაისის ბოლოს.[2]

ოლოი
რუს. Олой
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
სათავე კოლიმის მთიანეთი
65°05′03″ ჩ. გ. 165°00′06″ ა. გ. / 65.08417° ჩ. გ. 165.00167° ა. გ. / 65.08417; 165.00167
შესართავი ომოლონი
66°28′15″ ჩ. გ. 159°27′14″ ა. გ. / 66.47083° ჩ. გ. 159.45389° ა. გ. / 66.47083; 159.45389
სიგრძე 471 კმ
აუზის ფართობი 23 100 კმ²
ოლოი — რუსეთი
ოლოი
ოლოი
— სათავე, — შესართავი
  1. საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 153.
  2. Олой хребет // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 18 — М., 1974.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოლოი&oldid=4458930“-დან