ოლოის ქედი
ოლოის ქედი[1] (რუს. Олойский хребет) — ქედი რუსეთში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. წარმოქმნის მდინარეების ოლოისა (სამხრეთში) და ოლოიჩანის და პეჟენკის (ჩრდილოეთში) წყალგამყოფს. სიგრძე 350 კმ. სიმაღლე 1797 მ-მდე. აგებულია ქვიშაქვებით, ალევროლითებით, ანდეზიტური ტუფებით, გრანოდიორიტებით. კალთები დაფარულია ქონდარა ფიჭვით, მთა-ტუნდრის მცენარეულობით; ხეობებში დაბალი ფოთლოვანი ტყეებია.[2]
ოლოის ქედი | |
---|---|
რუს. Олойский хребет | |
კოორდინატები: 66°01′26″ ჩ. გ. 163°14′08″ ა. გ. / 66.02389° ჩ. გ. 163.23556° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი |
უმაღლესი წერტილი | 1797 მ |
სიგრძე | 350 კმ |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 153.
- ↑ Олойский хребет // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 18 — М., 1974.