მინაყინი
მინაყინი — ხმელეთის ზედაპირზე არსებული ფენობრივი ყინულის მასები, წარმოქმნილი ყინულზე ან საინჟინრო ნაგებობებზე და სხვ. ბუნებრივი ან ტექნოგენური პერიოდულად დანალექი წყლების შედეგია.
წარმოქმნის მიზეზები:
- ბუნებრივი გრავიტაციული განტვირთვა მიწისქვეშა წყლების აუზში;
- წყლისშემცველი სისტემების წაყინვა კრიოგენულ დაწნევასთან ერთად;
- მყინვარულ საფარზე განვითარებული გარეგანი დატვირთვის მომატება;
- ყინულშიგა წყლის ნაკადების ხარჯვის რყევა;
- თოვლისა და ყინულის დნობა ჰაერის ტემპერატურის 0°C-ზე გადასვლის პირობებში;
- წყლის შენაკადები წაყინულ ნაპირებზე, პერიოდული და არაპერიოდული მოქცევის პირობებში;
- საწარმოო ან საყოფაცხოვრებო წყლების ჩამოქცევა წლის ცივ პერიოდში.
მინაყინის კლასიფიკაცია ზომების მიხედვით
რედაქტირებასახელწოდება | ფართობი (ათ. მ²) | მოცულობა (მლნ. მ³) |
---|---|---|
ძალიან პატარა | < 0,1 | < 0,01 |
პატარა | 0,1 – 1 | 0,01 – 0,1 |
საშუალო | 1 – 10 | 0,1 – 1 |
დიდი | 10 - 100 | 1 - 10 |
ძალიან დიდი | 100 - 1000 | 10 - 100 |
გიგანტური | > 1000 | > 100 |
ლიტერატურა
რედაქტირება- Гляциологический словарь. Ред. В. М. Котляков., Л., Гидрометеоиздат, 1984.