ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ომოლონი — მდინარე რუსეთში, შორეული აღმოსავლეთის ჩრდილოეთ ნაწილში , კოლიმის მარჯვენა და ყველაზე დიდი შენაკადი[1]. მიედინება იაკუტიის, ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგისა და მაგდანის ოლქის ტერიტორიებზე . მდინარის სიგრძეა 1114 კმ, წყალშემკრები აუზის ფართობი 113,000 კმ².

მდინარის სახელი წარმოიქმნა იუკაგირების გვარიდან ომოლ („კარგი“) და ტერმინიდან ონ („მდინარე“), რაც ერთად „ომოლის გვარის მდინარეს“ აღნიშნავს .

ჰიდროგრაფია

რედაქტირება

იგი სათავეს იღებს ოტაიკაჩანის ქედის კალთაზე და ხეობაში მიედინება მის განშტოებებისა და კოლიმის ქედს შორის არსებულ ხეობაში. იკვებება თოვლისა და წვიმის წყლით, წყლის საშუალო ხარჯია დაახლოებით 680 მ³ / წმ.

მთელ თავის სიგრძეზე ომოლონის კალაპოტი დატოტვილი და დახლართული და წარმოქმნის მრავალ ფშანს, მუხლს, ყურეს და ჩქერს. მარცხენა შენაკადები, როგორც წესი, მთავარ კალაპოტს კიდური ფშანების მეშვეობით უკავშირდებიან. მთავარი კალაპოტის სიგანე შუა წელზე დაახლოებით 500 მეტრი, ხოლო დინების სიჩქარეზე 7–9 მ/წმ-ია[2], ქვემო წელზე - 3-5 მ / წმ[3]. ალუვიური ნატანების ფხვიერი სიზრქის მეშვეობით იჟონება მდინარის ჩანადენის უდიდესი ნაწილი, რაც ხელს უწყობს მძლავრი კალაპოტქვეშა ტალიკების წარმოქმნას. შედეგად, მრავალწლოვანი მზრალობის ჭალის მონაკვეთებში ნაკლებ გავლენას ახდენს ნიადაგურ პროცესებსა და მცენარეთა ცხოვრებაზე ნაყოფიერების ფენაში.

კუნძულის ჭალაში ალუვიური ტერასების სამი დონეა: დაბალი ჭალა - ყოველწლიურად იტბორება წყალმოვარდნების შედეგად, საშუალო ჭალა - იტბორება ყოველ 3-5 წელიწადში, მაღალი ჭალა - იტბორება ყოველ 7-10 წელიწადში. ამ დონეების ზემოთ მდებარეობს დაუტბორავი ტერასა - ჭაობიანი ვაკე გაბარდული ნამდინარევებითა და ნამდინარევ-თერმოკარსტული ტბებით, სადაც ჭარბობს ჭაობიანი ტორფ-გლეისოლისა და მზრალ-ტაიგის ნიადაგები.

ომოლონის და მისი შენაკადების ზემო წელებში არის 20 მინაყინი, რომელთა ფართობი 2,8-დან 3,7 კმ²-მდეა.

მდინარის ფარვატერი ხშირად იცვლება, წყალი რეცხავს ნაპირს და ჭალის ტყეების დიდ ნაწილს გლეჯავს, ფშანებისა და ცელების ნაპირებზე დაღუპული ხეების ხერგები კეთდება. ხშირად წყალმოვარდნის დროს ცელები და კუნძულები უცბად წაილეკება ხოლმე და სწრაფადვე ახალ ადგილებში ჩნდება[2] .

ჰიდროლოგია

რედაქტირება

ომოლონი იყინება ოქტომბრის 20-იან რიცხვებში, ყინული იძვრის აპრილის შუა რიცხვებში. საგაზაფხულო წყალდიდობები 20 მაისიდან 25 მაისამდე ხდება . შემოდგომა-ზაფხულის წყალმოვარდნა აგვისტოს მეორე ნახევარში იცის.

ზამთარში ომოლონის წყალი იდეალურად გამჭვირვალეა, ყინულსვლის დროს აქვს მოთეთრო ელფერი, ზაფხულის ბოლოს - მომუქო. სანაპირო ტბებში წყლის ფერი მოყვითალო ან მუქია[2].

მდინარის გასწვრივ კლიმატი მკაცრად კონტინენტური, სუბარქტიკულია, იქ, სადაც ციმბირის ანტიციკლონი დომინირებს ძალიან ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული იცის. საშუალო წლიური ტემპერატურაა −12,8 ° C, აბსოლუტური მინიმუმი დაფიქსირებულია −61 ° C, ხოლო აბსოლუტური მაქსიმალური კი +34 ° C. ნალექის წლიური რაოდენობა 240 მმ-ია, მის უმეტეს ნაწილს წვიმა შეადგენს.

ნაოსნობა

რედაქტირება

მდინარე სანაოსნოა შესართავიდან 595 კმ-ზე, ხოლო დასაცურებელი — ქვემო წელზე.

  1. Большая Российская энциклопедия: В 30 т. / Председатель науч.-ред. совета Ю. С. Осипов. Отв. ред С. Л. Кравец. Т. 2. Анкилоз — Банка. — М.: Большая Российская энциклопедия, 2005. — 766 с.: ил.: карт.
  2. 2.0 2.1 2.2 Среднее течение реки Омолон. Wetlands International (2011).
  3. Омолон-Анюйское междуречье. Wetlands International.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Зонов Б. В. Описание бассейна реки Омолона. — Иркутск, 1931.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ომოლონი“-დან