ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოლექსანდრ უსიკი (უკრაინული Олександр Олександрович Усик, გამოთქმა [olekˈsɑndr ˈusɪk]; დაიბადა 1987 წლის 17 იანვარს) — უკრაინელი პროფესიონალი მოკრივე. ის არის აბსოლუტური ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში, კრეისერ და მძიმე წონაში. 2024 წლის 18 მაისს ტაისონ ფიური დაამარცხა რინგზე, რითაც ის გახდა მძიმე წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონი. 2021 წლიდან მას ასევე აქვს კრივის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO)-ს ტიტული, ხოლო 2022 წლიდან ჟურნალ Ring-ის ტიტული.

ოლექსანდრ უსიკი

უსიკი 2022 წელს
საერთო ინფორმაცია
სრული სახელი ოლექსანდრ ოლექსანდროვიჩ უსიკი
მეტსახელ(ებ)ი კატა
მოქალაქეობა უკრაინა
ეროვნება უკრაინელი
დაიბადა 1987 17 იანვარი
წონის კატეგორია კრეისერ წონა
მძიმე წონა
სიმაღლე 191 სმ
პროფესიონალური კარიერა
ბრძოლა 22
მოგება 22
მოგება ნოკაუტით 14
წაგება 0
ფრე 0

1999 წლის შემდეგ, უსიკი არის პირველი აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, ასევე ის არის პირველი მძიმეწონოსანი, რომელსაც აქვს მსოფლიოს ოთხივე ძირითადი ტიტული მოგებული: World Boxing Association (WBA) (სუპერ ვერსია), World Boxing Council (WBC), კრივის საერთაშორისო ფედერაცია (IBF) და კრივის მსოფლიო ორგანიზაცია (WBO) - "ოთხი ქამრის ეპოქაში".[1] 2018-2019 წლებში, უსიკი ატარებდა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულს კრეისერულ წონაში, შესაბამისად ის არის პირველი მოკრივე, რომელიც გახდა აბსოლუტური ჩემპიონი კრეისერულ წონაში და მძიმე წონაში ევანდერ ჰოლიფილდის შემდეგ. უსიკი არის მესამე მოკრივე რომელიც ორ წონით კატეგორიაში გახდა აბსოლუტური ჩემპიონი.

2012 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მან ოქროს მედალი მოიპოვა, მოყვარულების კატეგორიაში. 2013 წელს გადავიდა პროფესიონალთა კრივში, სადაც 2016 წელს მოიგო პირველი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 2018 წელს მან თავისი მეთხუთმეტე ბრძოლა ჩაატარა სადაც გახდა პირველი უკრაინელი აბსოლუტური ჩემპიონი. უსიკი დასახელდა 2018 წლის საუკეთესო მებრძოლად Sports Illustrated, ESPN, The Ring და Boxing Writers Association of America (BWAA)-ის მიერ.[2][3]

2019 წელს დატოვა კრეისერული წონის კატეგორია და გადავიდა მძიმე წონით კატეგორიაში. 2021 წელს უსიკმა დაამარცხა მძიმე წონით კატეგორიის საერთო ჩემპიონი ენტონი ჯოშუა და გახდა WBA, IBF, WBO და IBO ჩემპიონი. 2022 წელს მან შეძლო და დაიცვა თავისი ტიტული ენტონი ჯოშუასთან განმეორებით მატჩში. 2024 წლის მაისში, უსიკმა დაამარცხა ტაისონ ფიური და მოიპოვა WBC-ის ტიტული, რის შედეგადაც მოიპოვა აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული მძიმე წონით კატეგორიაში.[4]

ადრეული ასაკი

რედაქტირება

უსიკი დაიბადა სიმფეროპოლში, ყირიმის ოლქი, უკრაინის სსრ, საბჭოთა კავშირი 1987 წლის 17 იანვარს. დედამისი დაიბადა ჩერნიჰივის რეგიონში (სოფელ რიბოტინში, კოროპ რაიონი),[5] ხოლო მისი მამა წარმოშობით სუმი იყო.[6] დედამისი შმენებლობზა მუშაობდა, მამამისი კი იყო ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, მოგვინაბით კი ყირიმში დაცვის თანამშორომლად მუშაობდა.

უსიკი არის პირველი შვილი, მაგრამ ყავს ორი და-ძმა.[7] 15 წლამდე თამაშობდა ფეხბურთს და ვარჯიშობდა ოლიმპიური რეზერვის SC Tavriya Simferopol-ის სპეციალიზებულ სპორტულ სკოლაში (კლუბის საფეხბურთო აკადემია).[8] 2002 წელს უსიკი კრივზე გადავიდა. ის არის ლვოვის ფიზიკური კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

WBO-ს კრეისერ წონის ჩემპიონი

რედაქტირება

უსიკი გლოვაცკის წინააღმდეგ

რედაქტირება

2016 წლის ივნისში, დაანონსდა ბრძოლა უსიკსა და პოლონელ დაუმარცხებელ კშიშტოფ გლოვაცკის(26–0, 16 ნოკაუტი) შორის, WBO-ს ტიტულისთვის. ბრძოლა ჩაინიშნა 16 სექტემბერს, პოლონეთში.[9] გავრცელდა ინფორმაცია, რომ უსიკის მწვრთნელს ჯეიმს ალი ბაშირს სურდა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი ანტონიო ტარვერი სპარინგ-პარტნიორად აეყვანა. ითქვა, რომ ტარვერმა არა მხოლოდ ძალიან ბევრი ფული მოითხოვა, არამედ სურდა გამოჩენილიყო ბარათზე, როგორც მთავარი ღონისძიების მონაწილე.[10] საბოლოოდ ბრძოლა ჩატარდა და თორმეტრაუნდიან დაპირისპირებაში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა უსიკმა.

უსიკი მჩუნუს წინააღმდეგ

რედაქტირება

2016 წლის 11 ნოემბერს K2 Promotions-მა გამოაცხადა, რომ უსიკი დაიცავდა თავის WBO-ს ტიტულს 28 წლის სამხრეთ აფრიკელ მოკრივე ტაბისო მჩუნუსთან (17–2, 11 ნოკაუტი). მჩუნუს მანამდე ერთი ბრძოლა წაგებული ქონდა.[11] ეს ბრძოლა იყო უსიკის ამერიკული დებიუტი. დაპირისპირებაში გაიმარჯვა ოლექსანდრ უსიკმა, რომელმაც ბრძოლა მეექვსე რაუნდში ნოკაუტით დაასრულა.

უსიკი ჰანტერის წინააღმდეგ

რედაქტირება

2017 წლის 12 თებერვალს უსიკმა გამოაცხადა, რომ გამოცვალა მწვრთნელი ჯეიმს ალი ბაშირი და მის ნაცვლად ვასილი ლომაჩენკოს მამა და მწვრთნელი, ანატოლი ლომაჩენკო აირჩია.[12] 2017 წლის 8 აპრილს, ბობ არუმმა გამოაცხადა, რომ შედგებოდა ბრძოლა უსიკსა და მაიკლ ჰანტერს შორის.

ბრძოლა გაგრძელდა თორმეტი რაუნდი. მეთორმეტე რაუნდის ბოლოს მსაჯმა გააჩერა თამაში და უსიკს ტექნიკური ნოკაუტი ჩაუთვალა.

მსოფლიო კრივის სუპერ სერიები

რედაქტირება

უსიკი ჰაკის წინააღმდეგ

რედაქტირება

2017 წლის 9 სექტემბერს, ბრძოლა გაიმართა უსიკსა და მარკო ჰაკს შორის. ბრძოლამდე ბოლო პრესკონფერენციაზე 6 სექტემბერს მარკო ჰაკმა უსიკს სახეში მუშტი გაარტყა, მაგრამ უსიკმა სიმშვიდე შეინარჩუნა და თქვა, რომ ჰაკს რინგზე „დამარხავდა“.[13]

ბრძოლა უსიკის სრული დომინირებით წარიმართა, საბოლოოდ კი მერვე რაუნდში მსაჯმა ტექნიკური ნოკაუტით თამაში გააჩერა და უსიკმა კვლავ შეძლო ტიტულის დაცვა.

კრეიზერული წონის აბსოლუტური ჩემპიონობა

რედაქტირება

უსიკი გასიევის წინააღმდეგ

რედაქტირება

2018 წლის 18 ივნისს დაანონსდა, რომ უსიკსა და კრემლევ გასიევს შორის ბრძოლა შედგებოდა 21 ივლისს, მოსკოვის ოლიმპიურ სტადიონზე. 29 ივნისს ფინალი ოფიციალურად დადასტურდა.[14] გამოსვლის თარიღისთანავე 7000 ბილეთი გაიყიდა.[15] ორივე მოკრივე 198,45 ფუნტს იწონიდა.შეცდომა ციტირებაში დამხურავი ტეგი </ref> დაკარგულია; $2

უსიკი ბელიუს წინააღმდეგ

რედაქტირება

გასიევთან გამარჯვების შემდეგ უსიკმა თავისი მომდევნო დაპირისპირება ბელიუსთან დაანონსა. მათ შორის დაპირისპირება შედგა 2018 წლის 10 ნოემბერს.

ბრძოლა უსიკის გამარჯვებით დასრულდა, მან მერვე რაუდში ტექნიკური ნოკაუტით დაამრთავრდა ბრძოლა.

მძიმეწონითი კატეგორია

რედაქტირება

უსიკი ჯოშუას წინააღმდეგ

რედაქტირება

2019-2020 წლებში ოლექსანდრ უსიკმა მძიმეწონით კატეგორიაში გადასვლის შემდეგ ორი ბრძოლა მოიგო ჩისორასა და უიზერსპუნის წინააღმდეგ. იმ დროის ერთიანი მძიმე წონის ჩემპიონ, ენტონი ჯოშუას ბრძოლა სურდა ტაისონ ფიურისთან, მაგრამ ფიურის ბრძოლა ქონდა ჩანიშნული დეონტეი უაილდერთან. WBO-მ ენტონი ჯოშუას 48 საათი მისცა დრო, რომ ფიურის მოლაპარაკებოდა ბრძოლის თარიღზე და თუ ეს არ მოხდებოდა მაშინ 31 მაისს მოუწევდა უსიკთან შეხვედრა.[16]

20 ივლისს გაკეთდა ოფიციალური განცხადება, სადაც დადასტურდა, რომ ბრძოლა უსიკსა და ჯოშუას შორის გაიმართებოდა 25 სექტემბერს, ტოტენჰემ ჰოტსპურის სტადიონზე.[17] მიუხედავად იმისა, რომ ბევრ გულშემატკივარს ეგონა, რომ უსიკი ზომისა და წონის გამო დამარცხდებოდა ენტონი ჯოშუასთან, მან საწინააღმდეგო დაამტკიცა. 12 რაუნდი გაგრძელდა დაპირისპირება სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით უსიკმა გაიმარჯვა ანგარიშით, 17–112, 116–112 და 115–113. 22 ივნისს გამოცხადდა, რომ განმეორებითი მატჩი იგეგმებოდა ჯედაში, საუდის არაბეთში 20 აგვისტოს, სადაც უსიკი დაიცავდა WBA, WBO და IBF საჩემპიონო ქამრებს, ხოლო ჯოშუა, როგორც მეტოქე ისე წარდგებოდა.

უსიკი ჯოშუას წინააღმდეგ II

რედაქტირება

მათი მეორე ბრძოლის ჩატარება უსიკს სურდა კიევის ოლიმპიურ სტადიონზე, მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი. ბრძოლის ჩატარების თარიღმა გადაიწია გაურკვევლი დროით, რადგან უსიკმა გადაწყვიტა უკრაინაში დაბრუნებულიყო. თუმცა, მარტში დაანონსდა რომ უსიკი მალე დატოვებდა უკრაინას და გაანხლებდა ვარჯიშს.[18]

2022 წლის 19 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ჯოშუასა და უსიკის რევანში, რომელიც გაიმართებოდა ჯედაში 20 აგვისტოს. ბრძოლა აღნიშნულიყო, როგორც უსიკის პირველი ტიტულის დაცვა მძიმე წონაში.[19]

მიუხედავად იმისა, რომ ჯოშუამ პირველ ბრძოლასთან შედარებით დიდი პროგრესი განიცადა, უსიკმა მაინც შეძლო გამაჯვება. მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა უსიკმა, მხოლოდ ერთმა მსაჯმა გლენ ფლენდმანმა მიანიჭა უპირატესობა ჯოშუას 115-113, დანარჩენმა ორმა მსაჯმა უსიკის სასარგებლოდ დაწერა ქულები 115–113 და 116–112.[20]

მძიმე წონის აბსოლუტური ჩემპიონი

რედაქტირება

უსიკი დაუპირისპირდა WBC-ის ჩემპიონ ტაისონ ფიურის მძიმე წონის აბსოლუტური ტიტულისთვის საუდის არაბეთის ქალაქ რიადში. ბრძოლის კონტრაქტზე ხელის მოწერა დაანონსებული იყო 2023 წლის 29 სექტემბრისთვის.[21] 2 თებერვალს გამოცხადდა, რომ ბრძოლა 17-ში არ უნდა გამართულიყო, რადგან ფიურიმ ვარჯიში შეწყვიტა.[22] ბრძოლა გადაიდო 18 მაისისთვის. უსიკმა ორთაბრძოლაში გაიმარჯვა მსაჯების გადაწყვეტილებით, 115–112, 113–114 და 114–113 ქულებით, რითაც ის გახდა 24 წლის შემდეგ პირველი აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში.<ref>Usyk beats Fury to become first undisputed heavyweight boxing champion in 24 years<ref>

პროფესიონალური კრივის კარიერა
22 ბრძოლა 22 გამარჯვება 0 მარცხი
ნოკაუტით 14 0
მსაჯების გადაწყვეტილებით 8 0

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Usyk beats Fury to become undisputed champion
  2. Oleksandr Usyk named ESPN 2018 fighter of the year
  3. ALEKSANDR USYK NAMED RING MAGAZINE FIGHTER OF THE YEAR 2018, ALL CATEGORY WINNERS REVEALED. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-29. ციტირების თარიღი: 2024-05-28.
  4. Usyk Defeats Tyson Fury And Becomes A Two-Weight Undisputed Champion
  5. Александр Усик – украинский казак, завоевавший Лондон
  6. Бой в Риботини, или Как журналистка смотрела боксерский поединок Усик - Гассиев с мамой и друзьями нашего боксера
  7. Отец привел Усика в бокс. Но так и не увидел его олимпийское золото
  8. Александр Усик про бой с Джошуа, поражение Ломаченко, провокации и политику. Ходят слухи 106
  9. Krzysztof Głowacki Vs. Oleksandr Usyk On September 17
  10. https://www.boxingscene.com/tarver-wanted-big-money-co-feature-billing-usyk-sparring--108265
  11. Oleksandr Usyk to make defense against Thabiso 'The Rock' Mchunu
  12. Oleksandr Usyk hires Anatoly Lomachenko as trainer
  13. Usyk Vows To "Bury" Huck After Being Shoved at Press Conference
  14. Usyk vs. Gassiev Officially Announced For July 21, Moscow
  15. Usyk vs. Gassiev a Hot Ticket in Moscow, 7,000 Sold in First Day
  16. Anthony Joshua ordered to defend WBO heavyweight title against Aleksandr Usyk
  17. JOSHUA MEETS USYK AT TOTTENHAM HOTSPUR STADIUM ON SEP 25
  18. Oleksandr Usyk leaving Ukraine to train for Anthony Joshua rematch
  19. REMATCH Oleksandr Usyk vs Anthony Joshua 2 CONFIRMED for August 20 in Saudi Arabia
  20. Judge Glenn Feldman confronted for controversial scorecard where he had Anthony Joshua ahead of Oleksandr Usyk in heavyweight rematch
  21. Sources: Tyson Fury, Oleksandr Usyk sign on for winter showdown
  22. Tyson Fury v Oleksandr Usyk undisputed heavyweight title fight off after Briton sustains cut