ოლეგ გეგეჭკორი
ოლეგ იროდიონის ძე გეგეჭკორი (უკრ. Олег Іродійович Гегечкорі) (დ. 9 იანვარი, 1972, ყირიმის ოლქი, უკრაინის სსრ, — გ. 8 მარტი, 2022, კიევის ოლქი, დაკრძალულია კრემენჩუკში) — უკრაინელი სამხედრო მფრინავი, პოლკოვნიკი (2022), წარმოშობით ქართველი. დაიღუპა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში. მინიჭებული აქვს უკრაინის გმირის წოდება (7 მაისი, 2022, სიკვდილის შემდეგ).[1]
გეგეჭკორი დაიბადა ყირიმში, სამხედრო მფრინავის ოჯახში. სწავლობდა ქ. კრემენჩუკის (პოლტავის ოლქი) სავერტმფრენო სასწავლებელში. მსახურობდა ხერსონის ოლქში, საარმიო ავიაციის ცალკე ბრიგადაში. დამოუკიდებელი ფრენებისთვის წვრთნიდა კურსანტებს. 2014 წლიდან მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში დონბასში, თავი გამოიჩინა ბრძოლაში დებალცევესთან. 2022 წელს, რუსეთის თავდასხმის დროს, მეთაურობდა უკრაინის სახმელეთო ჯარების საარმიო ავიაციის მე-11 ცალკე ბრიგადის ვერტმფრენთა ესკადრილიას. დაიღუპა მისი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად კიევის მახლობლად. დაჯილდოებულია ორდენით „მამაცობისთვის“ (II ხარისხი, 2022) და უკრაინის გმირის წოდებით (2022, სიკვდილის შემდეგ).[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Звання Героя України посмертно присвоєно вертолітнику Олегу Гегечкорі, який захищав Київ. novynarnia. 07/05/2022.