ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ოკეანიდი, ოკეანიდები (ბერძ. Okeanides) — ოკეანოსი და ტეთისის ასულები: ნიმფები, არსებითად უკვდავნი, რადგან უსაზღვროდ დიდხანს დანავარდობენ ოკეანეში. ამ მშვენიერი ზღვის ქალწულების რიცხვი სამასი, ათასი ან უფრო სამი ათასია (ჰყავდათ ამდენივე ძმა - მდინარეთა ღვთაებების სახით). უფრო ცნობილი ოკეანიდებია ასია, სტიქსი, ელექტრა, დორიდა, ევრინომე, ამფიტრიტა (პოსეიდონის ცოლი), მეტიდა (მეტისი, ზევსის პირველი ცოლი). ოკეანიდებს კავშირი აქვთ ადამიანებთანაც და ღმერთებთანაც. ითვლებიან ახალი თაობის აღმზრდელებად. ოკეანიდი იყო კლიმენე, ფაეთონის დედა. ოკეანიდებს პოეტები ზღვის ქალწულებად ხატავდნენ, ხელოვანნი კი უფრო ხშირად თევზისბოლოიან ქალიშვილებად, რომელთაც ზღვის ბალახების გვირგვინი და ნიჟარების ფარღული ამშვენებდა, ხელშიც ნიჟარა ეჭირათ და დელფინებით სერავდნენ ზღვის ტალღებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ოკეანიდები“-დან