ასია
ასია — დიაოხის მეფე ძვ. წ. IX საუკუნის შუა წლებში. ასიას შესახებ ცნობილია, რომ ძვ. წ. 844 წელს იგი ეახლა ვანის ტბის მიდამოებში მდგარ ასურეთის მეფე სალმანასარ III-ს, მორჩილება განუცხადა და ამის ნიშნად ძღვენი (ცხენები) მიართვა. ამით თავის ქვეყანა ასურელთა მიერ აოხრებისგან იხსნა. იხსენიება სალმანასარის წარწერაში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 630.
- გ. მელიქიშვილი, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. I, თბ., 1970
- მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი (2007). საქართველოს მეფეები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, წიგნსაცავის განყოფილება, K 281.358/3, თბილისი: გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 7. ISBN 99928-58-36-2.