ნუნუ მაჭავარიანი (დ. 27 თებერვალი, 1898, თბილისი18 ოქტომბერი, 1975) — ქართველი მსახიობი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1945).

ნუნუ მაჭავარიანი
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1898
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 ოქტომბერი, 1975 (77 წლის)
პროფესია მსახიობი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა 1898 წლის 27 თებერვალს თბილისში. სწავლობდა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის სასწავლებელში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1913–15 წ.წ. სწავლობდა თბილისის სამხატვრო სასწავლებელში. 1915 წელს სწავლა განაგრძო კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომლის სრული კურსი არ დაუმთავრებია. 1917 წელს დაბრუნდა თბილისში და სწავლობდა ქართული დრამატული საზოგადოების დრამატულ კურსებზე. 1920, 1924 და 1926–29 წლებში მუშაობდა ქუთაისის თეატრში, 1921 წელს – დუშეთის დრამწრის, 1922 წელს – ჭიათურის მუშათა, 1923 წელს – ბათუმის, 1925 წელს – თბილისის მუშათა თეატრებში. 1929–31 წლებში რუსთაველის თეატრის მსახიობია, ხოლო 1931–36 წლებში – მარჯანიშვილის თეატრის. 1937–55 წლებში მოღვაწეობდა ხულოს, თელავის, ახალციხის და გორის თეატრებში. 1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კი მოღვაწეობდა ცხინვალის თეატრის მსახიობად. გადაღებულია მხატვრულ ფილმებში. ძირითადად თამაშობდა სახასიათო ეპიზოდურ როლებს.

ფილმოგრაფია რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება