ნუნუ თეთრაძე (დ. 23 ნოემბერი, 1911, თბილისი — გ. 2 მაისი, 1986) — ქართველი მსახიობი, გამოდიოდა ესტრადაზეც. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1957).

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრთან არსებული თეატრალური სტუდია. იმავე წელს ახალგაზრდა სტუდიელებთან ერთად გაემგზავრა ბათუმში და დაიწყო სამსახიობო მოღვაწეობა. ბათუმის თეატრში მას განსახიერებული აქვს 200-ზე მეტი როლი, მათ შორის აღსანიშნავია: ჰორტენზია (კ. გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“), ნინო (გ. მდივნის „ბრმა“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), ელიზავეტა პავლოვნა (ა. შერვაშიძის „ბაგრატიონი“), ლიზა (ლ. ტოლსტოის „ცოცხალი ლეში“), ვარდო (დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“), ლიუბოვ იაროვაია (კ. ტრენიოვის „ლიუბოვ იაროვაია“), ბეატრიჩე (კ. გოლდონის „ორი ბატონის მსახური“), რუქაია (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), კორინკინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშვენი“), გვირისტინე (პ. კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“), იოკასტა (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), ხანუმა (აქვ. ცაგარელის „ხანუმა“), ლიზა (კ. სიმონოვის „მელოდე“), ფოფია (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), სოფიო (შ. როყვას „დედა“), საბედო (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), ნუნუ (ა. ყაზბეგის „მამის მკვლელი“), ეთერი (ი. მოსაშვილის „მისი ვარსკვლავი“), ჯესი (კ. მინონოვის „რუსეთის საკითხი“). თითქმის ნახეარი საუკუნის მანძილზე აქტიურად მონაწილეობდა ბათუმის თეატრის შემოქმედებით ცხოვრებაში.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება