ნოსი-ბე (მალაგ. Nosy Be, თარგმანში — «დიდი კუნძული») — კუნძული მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან, ადმინისტრაციულად შედის ანცირანანის პროვინციაში.

ნოსი-ბე
მშობ. სახელი: მალაგ. Nosy Be
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 13°19′00″ ს. გ. 48°15′00″ ა. გ. / 13.31667° ს. გ. 48.25000° ა. გ. / -13.31667; 48.25000
ფართობი 312 კმ²
სიგრძე 26 კმ
სიგანე 20 კმ
უმაღლესი წერტილი 450 მ
პროვინცია ანცირანანის პროვინცია
დემოგრაფია
მოსახლეობა 73 010 ად. (2013)
სიმჭიდროვე 234,01 ად. /კმ²
ნოსი-ბე — ინდოეთის ოკეანე
ნოსი-ბე

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კუნძულის რუკა

ფართობი — 312 კმ², ეს არქიპელაგის ყველაზე დიდი კუნძულია მადაგასკარის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროსთან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კუნძულის სიგრძე შეადგენს დაახლოებით 26 კმ-ს, ხოლო სიგანე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ დაახლოებით 20 კმ-ს. გეოლოგიურად წარმოადგენს ვულკანურ წარმონაქმნს[1], რომლის უმაღლესი წერტილი იმყოფება ზღვის დონიდან 450 სიმაღლეზე. მდებარეობს მადაგასკარიდან 8 კმ-ში.

კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოყალიბებულია ლუკუბეს რეზერვატი. კუნძულის ბინადრები არიან — შავი ლემური (Eulemur macaco), პანტერისმსგავსი ქამელეონი-ფურციფერი (Furcifer pardalis)[2], ასევე კუნძულის ენდემები — მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქამელეონიBrookesia minima და მსოფლიოში ყველაზე პატარა ბაყაყიStumpffia pygmaea, რომელიც ასევე გვხვდება მეზობელ ნოსი-კომბას კუნძულზე.

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გარდა, კუნძულზე მდებარეობს მაროდოკა — ნანგრევები ოკეანის სანაპიროზე. ითვლება, რომ ეს XVII-XVIII საუკუნეების შენობების ნარჩენებია, რომლებიც გემის ჩაძირვას გადარჩენილი ინდოელი ზღვაოსნების აშენებულია. ანდუანიში შენარჩუნებულია 1855 წელს აშენებული ძველი ციხე და კოლონიალური ფრანგული კვარტალი.

მოსახლეობა

რედაქტირება

მოსახლეობა — 73 010 ადამიანი (2013 წელი), მათგან დაახლოებით 30 ათასი ცხოვრობს ქალაქ ანდოანიში.

კუნძული ნოსი-ბე — ტურისტების მიერ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მეტად მონახულებადი ადგილია მადაგასკარზე. კუნძულზე მოქმედებს აეროპორტი ფასენი, რისი მეშვეობითაც აქ ჩამოდის ტურისტების დიდი ნაწილი. კუნძულზე ასევე ჩამოსვლა შეიძლება ნავებით ანკიფიდან.

  1. Global Volcanism Program. Nosy-Be. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2015-09-15.
  2. Tim Flannery and Peter Schouten, Astonishing Animals: Extraordinary Creatures and the Fantastic Worlds They Inhabit. New York: Atlantic Monthly Press, 2004. Page 126—127