ანცირანანის პროვინცია
ანცირანანის პროვინცია (მალაგ. Antsiranana) — მადაგასკარის პროვინცია. ფართობი — 44 784 კმ². მოსახლეობა — 1 680 828 ადამიანი[1] (2013 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ანცირანანა.
პროვინცია | |
---|---|
ანცირანანის პროვინცია მალაგ. Antsiranana | |
ქვეყანა | მადაგასკარი |
ადმ. ცენტრი | ანცირანანა |
კოორდინატები | 13°35′00″ ს. გ. 49°30′00″ ა. გ. / 13.58333° ს. გ. 49.50000° ა. გ. |
ფართობი | 44 784 კმ² |
მოსახლეობა | 1 680 828 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 37,53 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
პროვინცია მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში და აქვს ზღვაზე გასასვლელი. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება მაჰაძანგის პროვინცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ტუამასინის პროვინცია. პროვინციის სამხრეთში მასუალას ნახევარკუნძულზე მდებარეობს ქვეყნის ყველაზე დიდი ეროვნული პარკი მასუალა, ჩრდილოეთით — ეროვნული პარკი მონტან დ’ამბრე. პროვინციის აღმოსავლეთით მდებარეობს კუნძული ნოსი-ბე.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 2 რეგიონად და 9 დეპარტამენტად.