ტუამასინის პროვინცია
ტუამასინის პროვინცია (მალაგ. Toamasina) — მადაგასკარის პროვინცია. ფართობი — 75 812 კმ². მოსახლეობა — 3 332 922 ადამიანი[1] (2013 წელი). ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტუამასინა, ქვეყნის ყველაზე მთავარი საზღვაო პორტი.
პროვინცია | |
---|---|
ტუამასინის პროვინცია მალაგ. Toamasina | |
ქვეყანა | მადაგასკარი |
ადმ. ცენტრი | ტუამასინა |
კოორდინატები | 17°45′00″ ს. გ. 48°45′00″ ა. გ. / 17.75000° ს. გ. 48.75000° ა. გ. |
ფართობი | 75 812 კმ² |
მოსახლეობა | 3 332 922 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 43,96 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
პროვინცია მდებარეობს ქვეყნის აღმოსავლეთში. პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება ანცირანანის პროვინცია, ჩრდილო-დასავლეთით — მაჰაძანგის პროვინცია, დასავლეთით — ანტანანარივუს პროვინცია, სამხრეთით კი ფიანარანცუის პროვინცია, აღმოსავლეთით — ინდოეთის ოკეანის სანაპირო. სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს კუნძული სენტ-მარი.
პროვინცია ადმინისტრაციულად იყოფა 3 რეგიონად და 18 დეპარტამენტად.