ნომა

პირის ღრუსა და სახის განგრენის მსგავსი დაავადება

ნომა (ბერძ. νομή — გავრცელებადი, ამომჭმელი წყლული), წყლის კიბო — პროგრესული სველი განგრენის მსგავსი დაავადება. როგორც წესი, უვითარდებათ კვებადაქვეითებულ პირებს, უმეტესად ბავშვებს (2–6 წლის ასაკში) ინფექციური დაავადების (წითელა, დიზენტერია, ქუნთრუშა, ტიფი, მალარია, ლეიშმანიოზი) დროს ან მისი გადატანის შემდეგ. უფრო ხშირად აღინიშნება შიმშილობის, ომის პერიოდში. ნომას დროს ზიანდება პირის ღრუს ლორწოვანი გარსი, სახის ქსოვილები, ზოგჯერ — სასქესო ორგანოები, სწორი ნაწლავი და სხვ. დაავადების მიზეზი საბოლოოდ დადგენილი არ არის; ავთვისებიან ახალწარმონაქმნებთან არაფერი საერთო არა აქვს.[1]

ნომათი დაავადებული კაცი.

მკურნალობა რედაქტირება

ანტიბიოტიკები, განგრენის საწინააღმდეგო შრატები, სისხლის გადასხმა; სრულფასოვანი კვება პოლივიტამინებთან ერთად.[1]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 ნომა // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 467.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნომა&oldid=4481842“-დან