ნოზემა
ნოზემა (ლათ. Nosema) — უმარტივესების გვარი მიქსოსპორიდიების რიგისა. აერთიანებს 90-ზე მეტ (სხვა მონაცემებით 120-მდე) სახეობას. ცხოველთა უჯრედშიგა პარაზიტია, აზიანებს ცალკეულ ქსოვილებსა და ორგანოებს ან მასპინძლის მთელ ორგანიზმს. ზოგიერთი ნოზემა იწვევს ნომეზატოზს, პებრინას, სხვები სასოფლო-სამეურნეო კულტურების პარაზიტი მწერების ეპიზოოტიებს და შეიძლება გამოვიყენოთ მავნებლებთან ბიოლოგიური ბრძოლის მიზნით. ტიპობრივია თუთის აბრეშუმხვევიას პარაზიტი ლათ. Nosema bombycis, რომლის სპორებს (სიგანე 8 მკმ-მდე) რთული აგებულება აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 466.