ნოე სულაბერიძე

ქართველი პროდიუსერი და ტელეწამყვანი, ფილოლოგი

ნოე სულაბერიძე (დ. 6 იანვარი, 1980, თბილისი) — ქართველი პროდიუსერი და ტელეწამყვანი, ფილოლოგი.

ნოე სულაბერიძე
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1980
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა პროდიუსერი
მეუღლე(ები) ჯანეტ ქერდიყოშვილი
შვილ(ებ)ი ალექსანდრე, ელისაბედი, ანნა
მშობლები მამა: ალექსანდრე სულაბერიძე
დედა: ლილი შავერზაშვილი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნოე სულაბერიძე დაიბადა 1980 წლის 6 იანვარს პროკურორ ალექსანდრე სულაბერიძისა და კომპოზიტორ ლილი შავერზაშვილის ოჯახში. 2003 წელს დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტი.

მისი კარიერა 2005 წელს იწყება მარკეტინგულ–სარეკლამო სააგენტო „სარკეში“, სადაც სარეკლამო ვიდეორგოლების წარმოების დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა. მისი პროდუსირებით, ტელეკომპანია იმედის ეთერში იქმნება საერთაშორისო და საავტორო პროექტები: „სიმართლის დრო“ – პირველი სატელევიზიო პროექტი, რომელიც ნოე სულაბერიძის რეჟისორობით 2009 წელს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გავიდა. 2021 წელს იმედის ეთერში მეათე სეზონით გავიდა ბრიტანული შოუს „Dancing with the Stars“-ის ანალოგი „ცეკვავენ ვარსკვლავები“, რომლის პირველი სეზონი 2012 წელს გაიმართა. 2017 წლის აპრილიდან ტელეკომპანია იმედის ეთერში ოთხშაბათობით გადის გადაცემა PrimeShow, რომლის უცვლელი წამყვანები არიან: ნოე სულაბერიძე (პროექტის პროდუსერი), ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, სალომე ღვინიაშვილი, ირაკლი მაქაცარია და ნინო ნადირაძე. 2021 წელს ეთერში გადის მისი ახალი საავტორო გადაცემა „ნოესთან“, სადაც იგი ყოველკვირეულად პირისპირ ესაუბრება პოლიტიკოსებს, ხელოვანებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ნოე სულაბერიძეს ყავს სამი შვილი[1]: ალექსანდრე (18 წლის), ელისაბედი (13 წლის). 2020 წლის 28 იანვარს ნოე სულაბერიძეს და ჯანეტ ქერდიყოშვილს[2] შეეძინათ საერთო შვილი – ანნა.[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება