ნოე ლეჟავა (დ. 1884, კულაში, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 1938) — ქართველი პოლიტიკოსი და თანამდებობის პირი.

ნოე ლეჟავა
დაბადების თარიღი 1884
დაბადების ადგილი კულაში, ქუთაისის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 1938
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
განათლება სვერდლოვის სახელობის კომუნისტური უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
პარტია სკკპ
საქმიანობა პოლიტიკოსი
თანამდებობის პირი

1907-1917 წლებში ეწეოდა რევოლუცირ მოღვაწეობას თბილისის, ალექსანდროპოლისა და სარიყამიშის რკინიგზის დეპოს მუშებს შორის. 1917 წელს თბილისის დეპოში მემანქანედ მუშაობდა და კვლავ რევოლუციურ მოღვაწეობას განაგრძობდა. მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფრონტიდან რევოლუციურად განწყობილი ჯარების საბჭოთა რუსეთში გაგზავნის ოპერაციაში, აგრეთვე რევკომის შექმნაში დოლიარსა და შამქორში. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მისია იყო ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მუსავატელების მიერ მოწყობილ კონტრრევოლუციური აჯანყების ლიკვიდაცია. 1918 წელს აქტიურად მონაწილეობდა დუშეთის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში მენშევიკური მთავრობის წინააღმდეგ. აჯანყების დამარცხების შემდეგ დააპატიმრეს. 1920 წლის მაისიდან პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჩრდილოეთ კავკასიაში განაგრძობდა. ამ წლის ბოლოს ბაქოში იყო, მოგვიანებით სწავლობდა სვერდლოვის სახელობის კომუნისტურ უნივერსიტეტში. მას შემდეგ რაც შეიქმნა საქართველოს სსრ და დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება, იგი დაინიშნა საპასუხისმგებლო სამეურნეო თანამდებობებზე. გარდაიცვალა 1938 წელს. იყო სკკპ-ის წევრი 30 წლის განმავლობაში, 1908 წლიდან გარდაცვალებამდე, 1938 წლამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება