ნოდარ კონდრატეს ძე ვადაჭკორია (დ. 27 თებერვალი, 1930, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (1955). მუშაობდა თბილისის სხვადასხვა საპროექტო ორგანიზაციებში. 1988 წლიდან იყო „საკკურორტპროექტის“ საქართველოს ფილიალის დირექტორად (1996 წლიდან — შპს „კურორტპროექტი“). მონაწილეობდა სანატორიუმ „იმერეთის“ (წყალტუბო) დაპროექტებაში (1958). ვადაჭკორიას ძირითადი ნამუშევრებია: სასტუმრო დაბა ფასანაურში (1958, ზ. თავართქილაძესთან ერთად); მინისტრთა საბჭოს დასასვენებელი სახლი ბიჭვინთაში (1963); პანსიონატები წყნეთში (1964, ყველა ვ. ალექსი-მესხიშვილთან ერთად); პანსიონატი „სინოპი“ სოხუმში (1965); დასასვენებელი სახლი „ჰორიზონტი“ ქობულეთში (1978, მ. ლიპარტელიანსა და მ. ჩხენკელთან ერთად); სასტუმრო „ამირანი” თბილისში (1986, ლ. კარკუსოვასა და მ. მარგველაშვილთან ერთად); საკასაციო სასამართლო თბილისში (2006, რ. ბაკურაძესთან ერთად) და სხვ. საერთაშორისო გამოფენებზე იყო აგრეთვე საქართველოს პავილიონების ავტორი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში (1972), თურქეთში (1973), ბულგარეთში (1974), საფრანგეთში (1975, ყველა რ. კიკნაძესა და შ. ყავლაშვილთან ერთად), მოსკოვში (1977, ო. ლითანიშვილთან ერთად). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002).

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კინწურაშვილი ს., ვადაჭკორია, ნოდარ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 130.