ნობათი (გაზეთი)
„ნობათი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი; გამოდიოდა 1906 თბილისში. გამოიცა 14 ნომერი. რედაქტორ-გამომცემელი — დ. ერისთავი-მდივნისა (განდეგილი); დამაარსებელი და ფაქტობრივი რედაქტორი — მიხეილ (მიხაკო) წერეთელი. აქვეყნებდა პოლიტიკური, ფილოსოფიური, ეკონომიკური ხასიათის წერილებს. თანამშრომლობდნენ: მ. წერეთელი, ვ. ჩერქეზიშვილი, დუტუ მეგრელი, შ. გოგელია, კ. გოგელია, გრ. რობაქიძე, ი. ნაკაშიძე, კ. ორაგველიძე, ნ. ნაკაშიძე, ს. გერსამია და სხვები.
ლიტერატურა
რედაქტირება- შუღლიაშვილი დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 455-456.