ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოება

ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოებაამერიკის ისტორიის მუზეუმი და ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში, 77-ე ქუჩისა და ცენტრალური პარკის დასავლეთის კუთხეში, მანჰეტენის ზემო ვესტ-საიდში. საზოგადოება დაარსდა 1804 წელს, როგორც ნიუ იორკის პირველი მუზეუმი. მასში წარმოდგენილია გამოფენები, საზოგადოებრივი პროგრამები და კვლევები, რომლებიც იკვლევენ ნიუ-იორკისა და ერის ისტორიას.

მუზეუმი დანახული ცენტრალური პარკიდან
რაპალჯე ბავშვები, ჯონ დიურანდი, 1768 წ. ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების კოლექცია

ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების მუზეუმი და ბიბლიოთეკა 1908 წლიდან არის მის ახლანდელ ადგილას. გრანიტის შენობა შეიქმნა York&Sawyer–ის მიერ კლასიკური რომაული ეკლექტიკური სტილით. შენობა არის ნიუ იორკის ღირსშესანიშნაობა. განახლებამ, რომელიც დასრულდა 2011 წლის ნოემბერში, შენობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა საზოგადოებისთვის.

ლუიზ მირერი არის ისტორიული საზოგადოების პრეზიდენტი, 2004 წლიდან. იგი ადრე იყო ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტის აღმასრულებელი ვიცე კანცლერი, აკადემიურ საკითხებში.[1] 2005 წელს, მუზეუმმა წარმოადგინა ორწლიანი გამოფენა თემაზე, მონობის შესახებ ნიუ-იორკში, ეს მისი ყველაზე დიდი თემატური გამოფენა იყო 200 წლის განმავლობაში. გამოფენაზე მიწვეული იყვნენ სხვადასხვა მხატვრები თავიანთი ნამუშევრების წარმოსადგენად.

აღნიშნული საზოგადოება ზოგადად ყურადღებას ამახვილებს მანჰეტენის განვითარებაზე. კიდევ ერთი ისტორიული საზოგადოება, ლონგ აილენდის ისტორიული საზოგადოება (მოგვიანებით ბრუკლინის ისტორიული საზოგადოება დაარსდა ბრუკლინში, 1863 წელს.

ნიუ-იორკის ისტორიულ საზოგადოებას აქვს ისტორიული არტეფაქტების ვრცელი კოლექცია, ამერიკული ხელოვნების ნიმუშები და სხვა მასალები, რომლებიც ასახავს ნიუ- იორკისა და შეერთებული შტატების ისტორიას. იგი წარმოადგენს გამოფენებს ამერიკის ისტორიის სხვადასხვა თემაზე და პერიოდებზე, როგორებიცაა ჯორჯ ვაშინგტონი, ალექსანდრე ჰამილტონი, მონობის ისტორია ნიუ-იორკში, აბრაამ ლინკოლნი, ულის გრანტი, ლუის ტიფანი. საზოგადოება მნახველებს ასევე სთავაზობს სასწავლო გეგმებზე დაფუძნებულ სასკოლო პროგრამების ფართო სპექტრს და მასწავლებლის რესურსებს, ასევე უზრუნველყოფს აკადემიურ სტიპენდიებს და აწყობს მოზარდებისთვის საჯარო პროგრამებს, რათა ხელი შეუწყოს უწყვეტი სწავლისა და ისტორიის ღრმა შეფასებას.

კოლექციები

რედაქტირება
 
აშერ ბ. დიურანდი, პასტორალური პეიზაჟი, 1861

ნიუ-იორკის ისტორიული საზოგადოების მუზეუმი ყველაზე ძველია ნიუ-იორკში და თითქმის 70 წლით წინ უსწრებს მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმის დაარსებას. მისი კოლექციები მოიცავს 1.6-ზე მეტ მილიონ ნამუშევარს. მათ შორისაა მსოფლიო დონის Hudson River School-ის ნახატების კოლექცია, მათ შორის თომას კოულისა და ფრედერიკ ედვინ ჩერჩის ძირითადი ნამუშევრები; ისტორიული ნახატები, რომელთა შორისაა უილიამ სიდნი მაუნტისა და ისტმან ჯონსონის ნამუშევრები; ამერიკული პორტრეტების უზარმაზარი ასორტიმენტი, მათ შორის რემბრანდ პილის და გილბერტ სტიუარტის ნახატები;[2] მუზეუმში დაცულია 800-ზე მეტი ენციკლოპედიური კოლექცია.

ისტორიული საზოგადოება ასევე ფლობს საზღვაო მხატვრის ჯეიმზ ბარდის ნახატების მნიშვნელოვან კოლექციას.[3] მუზეუმში დაცულია მოქანდაკე ელი ნადელმანის ლეგენდარული ამერიკული ხალხური ხელოვნების კოლექცია, მათ შორის ავეჯი და საყოფაცხოვრებო აქსესუარები, როგორიცაა ნათურები, სასანთლეები, ქსოვილები, მინა და კერამიკული საგნები, ასევე ნახატები, სათამაშოები, სკულპტურული ჩუქურთმები და ცარცის ჭურჭელი.[4] ისტორიულ საზოგადოებაში ასევე დაცულია არტეფაქტები და დეკორატიული ნივთები, მათ შორისაა ჯორჯ ვაშინგტონის ბანაკის საწოლი, მაგიდა, რომელზეც კლემენტ კლარკ მურმა დაწერა „ვიზიტი წმინდა ნიკოლოზისგან“, აქ ინახება ტიფანის ნათურების და მინის ნაწარმის ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია მსოფლიოში და მე-19 საუკუნის ბოლოს შექმნილი 550-ზე მეტი ამერიკული სამაგიდო თამაშების კოლექცია.[5]

მისი სამეცნიერო ბიბლიოთეკა შეიცავს სამ მილიონზე მეტ წიგნს, რუქებს, ატლასებს, გაზეთებს, მუსიკალურ ფურცლებს, ხელნაწერებს, ანაბეჭდებს, ფოტოსურათებსა და არქიტექტურულ ნახატებს. მის კოლექციებს შორის არის ვრცელი მასალები, რომლებიც ეხება ერის დაარსებას და ადრეულ ისტორიას.[6] აქ ინახება სხვადასხვა მნიშვნელოვანი კოლექციები, მათ შორისაა: შეერთებული შტატების მე-18 საუკუნის გაზეთების ერთ-ერთი საუკეთესო კოლექცია; მონობისა და რეკონსტრუქციის დოკუმენტირების მასალების გამორჩეული კოლექცია; სამოქალაქო ომის მასალების კოლექცია, რომლებიც ეხება შეერთებულ შტატებში 1860 წლამდე ჩატარებულ სასამართლო პროცესებს; ინახება ამერიკული მხატვრული ლიტერატურა, პოეზია და ბელეტრისტიკა; ცირკის ისტორიასთან დაკავშირებული მასალების ფართო სპექტრი; და ამერიკული სამოგზაურო ანგარიშები კოლონიური ეპოქიდან დღემდე.[7][8]

მუზეუმს აქვს თავისი ვებ-გვერდი, სადაც ნაჩვენებია მრავალი სურათი მისი კოლექციიდან.[9]

ადრეული ისტორია

რედაქტირება
 
მე-11 ქუჩა

ისტორიული საზოგადოება დაარსდა 1804 წლის 20 ნოემბერს, ძირითადად ჯონ პინტარდის ძალისხმევით.[10] ის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო ამერიკის სამხატვრო აკადემიის მდივანი, ასევე ნიუ-იორკის პირველი ბანკის დამფუძნებელი. ის ასევე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც აგიტაციას უწევდა უფასო სასკოლო სისტემას. საზოგადოების პირველ შეხვედრაზე შეირჩა კომიტეტი, კონსტიტუციის შესადგენად და 10 დეკემბრისთვის ოფიციალურად მოეწყო ისტორიული საზოგადოება. ამ შეხვედრაზე იმყოფებოდა ქალაქის 11 ყველაზე ცნობილი მოქალაქე, მათ შორის იყო მაიორი, დიუიტ კლინტონი.

ისტორიული საზოგადოების პირველი კატალოგის მიხედვით, რომელიც დაიბეჭდა 1813 წელს, მუზეუმში მაშინ ინახებოდა 4,265 წიგნი, ასევე შეერთებული შტატების დოკუმენტების 234 ტომი, 134 რუქა და სხვა. მას იმ დროისთვის უკვე შეგროვებული ჰქონდა ხელნაწერთა კოლექციის დასაწყისი, რამდენიმე ზეთის პორტრეტი და 38 ამოტვიფრული პორტრეტი.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. About the President and CEO. New-York Historical Society. ციტირების თარიღი: 6 June 2012
  2. Museum Collections: Paintings. New-York Historical Society. ციტირების თარიღი: 7 September 2011
  3. Mariner's Museum and Peluso, Anthony J., Jr., The Bard Brothers—Painting America under Steam and Sail, Abrams, New York 1997 ISBN 0-8109-1240-6
  4. Museum Collections: Decorative Arts. New-York Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2011
  5. Museum Collections: Historical Artifacts. New-York Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2011
  6. Touba, Mariam (Nov. 5, 2014) Who Coined the Phrase ‘United States of America'? You May Never Guess From the Stacks, New-York Historical Society Blog. Retrieved 8 November 2014.
  7. About the New-York Historical Society. New-York Historical Society. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 7 September 2011"About the New-York Historical Society" დაარქივებული 2011-08-08 საიტზე Wayback Machine. . New-York Historical Society. Retrieved 7 September 2011.
  8. Patricia D. Klingenstein Library. New-York Historical Society. ციტირების თარიღი: 7 September 2011
  9. Digital Collections. ციტირების თარიღი: June 25, 2016
  10. John Noble Wilford (April 15, 2008). „How Epidemics Helped Shape the Modern Metropolis“. New York Times. ციტირების თარიღი: 2014-08-11. ციტატა: „Unlike most upper-class residents, John Pintard, the respected civic leader who was the historical society’s founder, remained in the stricken city.“