ნისკარტსადგისა (Becurvirostra avosetta), ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. წვრილი და გრძელი ნისკარტი ბოლოში რკალისებურად აქვს ზემოთ აწეული. ფართოდაა გავრცელებული ბალტიის, აზოვის, კასპიისა და შავი ზღვების სანაპიროებზე, აგრეთვე შუა აზიისა და სამხრეთ-დასავლეთ ციმბირის მლაშე ტბებზე. ბუდეს იკეთებს მიწაზე. დებს 4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 25 დღე-ღამე. იკვებება წვრილი მწერებითა და კიბოსნაირებით. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას.

ნისკარტსადგისა


მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Becurvirostra avosetta
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22693712
გავრცელება

ლიტერატურა

რედაქტირება