ნისკარტნიჩაბა
ნისკარტნიჩაბა (ლათ. Eurynorhynchus pygmaeus) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგისა. ბეღურასავით პატარა ჩიტია. გამოირჩევა ნიჩბისმაგვარი ნისკარტით, რომელიც წვეროში გაფართოებულია. ნისკარტნიჩაბა ბუდობს მხოლოდ ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე. ზამთრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ბუდეს იკეთებს ტუნდრაში, წყალსატევების ბალახნარით დაფარულ ნაპირებზე. დებს 4 კვერცხს. კვერცხებზე ზის და შთამომავლობაზე ზრუნავს მხოლოდ მამალი. იკვებება მწერებით და წვრილი კიბოსნაირებით.
ნისკარტნიჩაბა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Eurynorhynchus pygmaeus | |||||||||||||||
სინონიმები | |||||||||||||||
Eurynorhynchus pygmaeus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
კრიტიკულ საფრთხეში მყოფი IUCN 3.1 Critically Endangered : 22693452 | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- კუტუბიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 444.