ნადიმ ნიჟარაძე
ნადიმ იზეთის ძე ნიჟარაძე (დ. 5 მაისი, 1911, ვაიო, ქედის მუნიციპალიტეტი — გ. 12 ივლისი, 1982, ბათუმი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1970), პროფესორი (1972). საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1982). სკკპ წევრი 1939 წლიდან.
ნადიმ ნიჟარაძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 5 მაისი, 1911 |
დაბ. ადგილი | ვაიო, ბათუმის ოლქი, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 12 ივლისი, 1982 (71 წლის) |
გარდ. ადგილი | ბათუმი, აჭარის ასსრ, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოგრაფი |
მუშაობის ადგილი | აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირება1930 წელს დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური სასწავლებელი, 1936 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი. 1936 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტად. 1936 წლიდან აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორია. ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს და ამავე დროს 1937 წლიდან იყო გეოგრაფიის კათედრის გამგე. 1938 წელს დაინიშნა აჭარის განათლების მინისტრად, 1944 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე „აჭარის ალპური მეურნეობა“, რომელიც 1948 წელს მონოგრაფიის სახით გამოიცა.
1949 წლის მარტიდან დოცენტი ნადიმ ნიჟარაძე გახდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი. მისი რექტორობის პერიოდში არსებულ კორპუსზე დაშენდა მესამე სართული, კეთილმოეწყო ეზო, დაიდგა რუსთაველის ძეგლი. შენობაში გაიყვანეს ცენტრალური გათბობა. ნადიმ ნიჟარაძემ რექტორად იმუშავა 1954 წლის ოქტომბრამდე. 1954 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე.
1970 წელს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მთისა და ბარის რაიონების მოსახლეობის ცხოვრების დონის დაახლოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები და მათი გადაწყვეტის ცდები აჭარის ასსრ მაგალითზე“. მისი ნაშრომები ეძღვნება აჭარის მთიანი რაიონების ეკონომ-გეოგრაფიულ პრობლემებს. ნადიმ ნიჟარაძე ავტორია 90-მდე ნაშრომისა.
თხზულება
რედაქტირება- აჭარის ალპური მეურნეობა, ბათ., 1948.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 442.