ნინტოკუ
იმპერატორი ნინტოკუ (იაპონ. 仁徳天皇; დ. 257 — გ. 399) — იაპონიის მე-16 იმპერატორი [2] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით. [3] ნინტოკუ ქვეყანას 86 წელი მართავდა.
იმპერატორი ნინტოკუ | |
---|---|
仁徳天皇 | |
იაპონიის მე-16 იმპერატორი | |
მმართ. დასაწყისი: | 313 |
მმართ. დასასრული: | 399[1] |
წინამორბედი: | ოძინი |
მემკვიდრე: | რიტიუ |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 257 |
გარდ. თარიღი: | 399 (142 წლის) |
გარდ. ადგილი: | უმი |
მეუღლე: |
პრინცესა ივა ჰიმუკა ნო კამინაგაჰიმე იატანოჰიმემიკო კუროჰიმე |
მამა: | იმპერატორი ოძინი |
დედა: | ნაკაცუჰიმე ნო მიკოტო |
ლეგენდარული ამბები
რედაქტირებაიმპერატორის ცხოვრების და მმართველობის წელი უცნობია.[4] ადრეული ხანის იმპერატორების პირობითი სახელები არ იყო მიღებული „ტრადიციული წესით“ იმპერატორ კამუს მმართველობამდე, რომელიც იამატოს დინასტიის 50-ე მონარქი იყო.[5]
ნიჰონ შოკის წერდა, რომ იმპერატორი ნინტოკუ იმპერატორ ოძინის და იმპერატორ კეიკოს შვილთაშვილის, ნაკაცუჰიმე ნო მიკოტოს მეოთხე შვილი იყო. აგრეთვე, ნინტოკუ იმპერატორების რიტიუს, ჰანძეის და ინგიოს მამა იყო.
ისტორიკოსების აზრით, ნინტოკუ იმპერატორ ტენმუს და იმპერატორ ძიტოს მმართველობის დროს გახდა ცნობილი. იმ დროს ის „იამატოს დიდი მეფის“ სახელით იყო ცნობილი.
მეუღლეები და შვილები
რედაქტირებაიმპერატორ ნინტოკუს 2 მეუღლე და 3 ხარჭა ჰყავდა.
- იმპერატორის პირველი მეუღლე პრინცესა ივა, რომელიც იმპერატორ რიტიუს, იმპერატორ ჰანძეის და იმპერატორ ინგიოს დედა იყო;
- იმპერატორის მეორე მეუღლე იატანოჰიმემიკო;
- ჰიმუკა ნო კამინაგაჰიმე, რომელიც პრინც ოკუსაკას და პრინცესა კუსაკას დედა იყო;
- უძი ნო ვაკირაცუმე;
- კუროჰიმე.
ნინტოკუს სამარხი
რედაქტირებანინტოკუს სამარხი დიდი პირამიდებისა და ტერაკოტის მეომრების შემდეგ უდიდესია. იგი მდებარეობს იაპონიის ქალაქ ოსაკაში. სამარხი, რომელიც, როგორც ფიქრობენ, იმპერატორს ნინტოკუს ეკუთვნის, სიგრძეში 486 მეტრს, ხოლო სიმაღლეში 35 მეტრს აღწევს და გიგანტური კლიტის ჭუჭრუტანის ფორმის მიწაყრილისა და მის გარშემო მდებარე სამი თხრილისაგან შედგება. იმპერატორი, სავარაუდოდ, მიწაყრილის ცენტრში დაკრძალეს, ხოლო მასთან მისასვლელი ვიწრო გვირაბი ამოქოლეს. XIX საუკუნეში არქეოლოგებმა მიწაყრილი გათხარეს და სარკოფაგში (ქვის კუბოში) უამრავი განძეული აღმოაჩინეს, მათ შორის, მოოქროული იარაღი, მუზარადი და ხმალი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი, გამ. „გლობუსი“, თბ., 2002, გვ.22
- William George Aston (1896). Nihongi: Chronicles of Japan from the Earliest Times to A.D. 697. London: Kegan Paul, Trench, Trubner. OCLC 448337491
- Delmer Brown and Ichirō Ishida, eds. (1979). Gukanshō: The Future and the Past. Berkeley: University of California Press. 10-ISBN 0-520-03460-0; 13-ISBN 978-0-520-03460-0; OCLC 251325323
- Basil Hall Chamberlain(1920). The Kojiki. Read before the Asiatic Society of Japan on 12 April, 10 May, and 21 June 1882; reprinted May 1919. OCLC 1882339
- Richard Ponsonby-Fane. (1959). The Imperial House of Japan. Kyoto: Ponsonby Memorial Society. OCLC 194887
- Titsingh, Isaac. (1834). Nihon Odai Ichiran; ou, Annales des empereurs du Japon. Paris: Royal Asiatic Society, Oriental Translation Fund of Great Britain and Ireland. OCLC 5850691
- H. Paul Varley (1980). Jinnō Shōtōki: A Chronicle of Gods and Sovereigns. New York: Columbia University Press. 10-ISBN 0-231-04940-4; 13-ISBN 978-0-231-04940-5; OCLC 59145842
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Genealogy of the Emperors of Japan" at Kunaicho.go.jp; retrieved 2013-8-28.
- ↑ Imperial Household Agency (Kunaichō), 安寧天皇 (3); retrieved 2011-10-19.
- ↑ Titsingh, Isaac. (1834). Annales des empereurs du japon, p. 4; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, p. 251; Varley, H. Paul. (1980). Jinnō Shōtōki, p. 89; Nussbaum, Louis-Frédéric. (2002). "Traditional order of Tennō" in Japan encyclopedia, pp. 962-963.
- ↑ Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 29.
- ↑ Aston, William George. (1896). Nihongi, pp. 109.